RSS
на русском en in english
25.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

პრემიერ-მინისტრი ”გავარდნის” კანდიდატს ასახელებს

16.05.2013  |  18:13
პრემიერ-მინისტრი ”გავარდნის” კანდიდატს ასახელებს. 29410.jpeg

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, უკვე აღარ მაქვს იმის იმედი, რომ ერთ-ერთ მინისტრთან ურთიერთობის დავარეგულირებას შევძლებო. თუმცა, პრემიერს არ უთქვამს, თუ რომელ მინისტრთან ვერ პოულობს საერთო ენას და, კონკრეტულად, ვისთან აქვს პრეტენზიები. ექსპერტების აზრი, იმის შესახებ, თუ ვინ "გავარდება" ახალი მმართველი გუნდიდან, გაიყო. მაშ, ვინაა ეს შერისხული, უახლოეს მომავალში ივანიშვილის მინისტრთა კაბინეტის აუტსაიდერი რომ შეიძლება აღმოჩნდეს?

"თავის დროზე თქვენ ყველაფერს შეიტყობთ... თუკი ღმერთმა ქნა და არსებული საკითხები პოზიტიურად გადაწყდა, მოგიყვებით, კონკრეტულად თუ ვის ეხებოდა. იმ შემთხვევაშიც, თუ მოვლენები ნეგატიურად განვითარდა, ყველაფერს თავის დროზე შეიტყობთ. უკვე აღარ მაქვს იმის იმედი, რომ ყველაფერს დავარეგულირებთ", - დააინტრიგა ბიძინა ივანიშვილმა მასმედიის წარმომადგენლები. ამ კითხით მათ ყველა კომპეტენტურ პოლიტიკოსს მიმართეს. საგარეო უწყების ხელმძღვანელ მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრაზე ასევე დაისვა კითხვა: "ვინ არის ეს იდუმალი მინისტრი?". რაზეც ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ წარმოდგენა არ აქვს, ვიზეა საუბარი, და თუკი პრემიერი თავად მოისურვებს, იგი თავის ნათქვამს აუცილებლად დაამატებს რამეს.

დამოუკიდებელი ექსპერტების აზრებიც იყოფა. მთავარი სირთულე ისაა, რომ ვერავინ დანამდვილებით ვერ უთითებს, თუ რა არგუმენტებით ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი - ამა თუ იმ უწყების მუშაობის ობიექტური მონაცემებით თუ პიროვნული მიზეზებით.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100