RSS
на русском en in english
21.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

თერჯოლის ტერიტორია: სიცოცხლისთვის სახიფათოა

16.05.2013  |  18:16
თერჯოლის ტერიტორია: სიცოცხლისთვის სახიფათოა. 29411.jpeg

დანგრევის პირას მისული მიტოვებული ქარხანა - საქართველოს ტერიტორიაზე ხშირი სურათია. პატარა და დიდი სამრეწველო საწარმოებმა, რომლებიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზეა მიმოფანტული, საქმიანობა სსრკ-ს დაშლის შემდეგ შეწყვიტეს. უპატრონოდ დარჩენილი ქარხნები ყოფილმა მუშებმა ქარს გაატანეს, რაღაც-რაღაცეები კი ადგილობრივებსაც ერგოთ. წაიღეს ყველაფერი, რისი წაღებაც შეიძლებოდა და უმეტესად, ჯართში ჩააბარეს. მაგრამ რაღაც ხელშეუხელებელიც დარჩა. ასე მაგალითად, შხამ-ქიმიკატების ტარა წაიღეს, ხოლო თავად შხამები დატოვეს.

იმერეთში, კერძოდ კი - თერჯოლის რაიონში, მექანიკური ქარხნის ყოფილ შენობაში, მწარე ნუშის სუნი დგას. აქ ყოველგვარი ტარის გარეშე, რომელიც, ღმერთმა უწყის, როდისაა წაღებული, ციანიდია მიმოფანტული. ზუსტად ერთი წლის წინ ადგილობრივი პრესა სახიფათო საწყობის შესახებ იტყობინებოდა და მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფით იმუქრებოდა. თუმცა, პრობლემა მოუგვარებელი დარჩა.

ეს შხამ-ქიმიკატი საწარმოებში ზედაპირის გასამყარებლად და საწოლების ნაწილების გასამტკიცებლად გამოიყენებოდა. 10 წელიწადზე მეტია, რაც წარმოება შეწყდა. გარემოს დამცველთა, ქარხნისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ყოფილი ხელმძღვანელობის არა ერთი მოთხოვნის მიუხედავად, სახიფათო ნარჩენები საწარმოს ტერიტორიიდან დღემდე არაა გატანილი. საწარმოს ხელმძღვანელის თქმით, ფხვნილი ვადაგასულია და საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა ეკოლოგები სხვაგვარად ფიქრობენ. მათი აზრით, ციანიდი ყველა შემთხვევაში სახიფათოა.

ღობის არარსებობის გამო, ქარხნის ეზოში მოხვედრა დაუბრკოლებლადაა შესაძლებელი. ხოლო შხამ-ქიმიკატის დანახვა საკმაოდ რთულია. მას "ფარავს" ქარხნის ნახევრად დანგრეული საწყობები.

ქარხნის ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სახიფათო ქიმიკატები კასრებში ინახებოდა, რომლებიც უკვალოდ გაქრა, ხოლო ნივთიერება გაიფანტა.

ჩვენ გავრისკეთ და ორსართულიან შენობაში შევედით, სადაც არც ფანჯრები იყო და არც სახურავი. წინ ადგილობრივი მაცხოვრებლები მიგვიძღოდნენ, რომელთათვის, როგორც ჩანს, ეს პირველი ვიზიტი არ იყო. ერთ-ერთ ოთახში მიმოფანტული იყო მოყვითალო-მოთეთრო ფხვნილი, ასევე ეყარა კასრის ნატეხები რუსულენოვანი წარწერებით. წარწერა ძალზედ გაცვეთილი იყო, მაგრამ ბოლო-ბოლო გავარჩიეთ სიტყვა "Ядохимикат". ("შხამ-ქიმიკატი"). ერთ-ერთ ნატეხზე გარკვევით ეწერა, რომ ფხვნილი მშრალ ადგილას უნდა ინახებოდეს. როგორც აგვიხსნეს, ხის კასრებზე ადრე იყო დამცავი რკინის ფენა, რომელიც დიდი ხანია ჯართშია ჩაბარებული.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100