RSS
на русском en in english
22.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ბრაიზას თბილისურმა ვოიაჟმა მრავალ კითხვას გასცა პასუხი

18.03.2009  |  11:20

0/1/8/2018.jpegგასულ შაბათ-კვირას საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა იმყოფებოდა. თბილისში ის შეხვდა ქვეყნის ხელისუფლებას და ოპოზიციის წარმომადგენლებს.

საქართველოს დედაქალაქში ყოფნის დროს მეთიუ ბრაიზამ მოასწრო ქვეყნის ოპოზიციური ძალებისთვის ჯერ იმედი გაეცრუებინა, შემდეგ კი აღეფრთოვანებინა ისინი. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან შეხვედრისას, როგორც Civil.ge იტყობინება, ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა:"საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის აქტიური დიალოგი ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას, რაც მსოფლიოს ამ კუთხეში ჩვენს უდიდეს ინტერესს წარმოადგენს, არამედ მომავალი არჩევნებისთვის მზადებას, რომელიც 2013 წლისთვის იგეგმება".

ამ გამონათქვამით ქართველ ოპოზიციონერთა რიგებში ბრაიზამ უკმაყოფილება გამოიწვია,რომლებიც, როგორ ჩანს, ამერიკელი დიპლომატის ვიზიტზე გარკვეულ იმედებს ამყარებდნენ. მისი სიტყვები კი, გაგებული იყო მოქმედი ხელისუფლების მხარდაჭერად და ვადამდელი არჩევნებისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებად, რისი მიღწევაც უნდათ „მოწინააღმდეგეებს".

მეორე დღეს ბრაიზა ოპოზიციონერებს შეხვდა, რომლებმაც მას გაკეთებული განცხადებების განმარტება სთხოვეს. ამერიკელმა დიპლომატმა დააზუსტა:"ის, რაც მე ვთქვი, არის იმ ფაქტის ასახვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები დაგეგმილია 2013 წელს, - ციტირებას ახდენს „იტარ-ტასი". - ჩვენ არ გვაქვს უფლება და არც სურვილი, ჩავერიოთ ამ პროცესში. არჩევნების ჩატარების თარიღის საკითხი უნდა გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა. ამ საკითხზე ქართული პოლიტიკური ელიტა მუშაობს... მნიშვნელოვანია, რომ ხალხს ჰქონდეს საკუთარი აზრის, ხელისუფლების და ოპოზიციის კრიტიკის თავისუფლად გამოთქმის საშუალება. ზუსტად ეს ხდება ახლა საქართველოში და სწორედ ესაა დემოკრატია".

საოინტერესო შემობრუნებაა, არა? როგორც ჩანს, დაბნეული ოპოზიცია ბრაიზასგან აღარ ელოდა ისეთ ისტყვას, როგორიცაა „ხალხი". თუმცა ის ლაპარაკობდა მღელვარებაზე ქვეყანაში, როგორც დემოკრატიის გამოვლინებაზე და განაგრძობდა:"იმედი გვაქვს, რომ აპრილის მოვლენები ხალხს და ოპოზიციას იმედით აღავსებს. ხელისუფლება პოლიტიკურად ნეიტრალურ ხალხს უბიძგებს იმისაკენ, რომ დემოკრატიის გაძლიერების მიზნით მათ დაიწყონ სერიოზული საქმიანობა, რომელიც ჯერ კიდევ წინაა".

ფაქტიურად, ბრაიზას სიტყვები ოპოზიციისთვის ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები ამჟამინდელი პრეზიდენტის მხარდასაჭერად ტიტანური ძალისხმევის დახარჯვას არ აპირებს. თითქოს, ყველაფერი ხალხის ხელშია. საყურადღებოა, რომ დიპლომატმა გამონახა დრო წამყვან ოპოზიციონერებთან პირადი შეხვედრებისათვის.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100