RSS
на русском en in english
23.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

პასპორტი ანტიქრისტეს ბეჭდით

23.05.2013  |  13:01
პასპორტი ანტიქრისტეს ბეჭდით. 29436.jpeg

შეიცავს თუ არა საქართველოს ბიომეტრიული საბუთები „სატანის კოდს"? ქვეყანაში არ წყდება კამათი ე.წ. ID ბარათებთან დაკავშირებით, რომელიც ელექტრონულ მიკროჩიპს შეიცავს. საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით და მთავრობას თხოვა ალტერნატიული პირადობის მოწმობები გასცეს მათთვის, ვისაც ჩიპიანი პასპორტის მიღება არ სურს. თუმცა ხელისუფლება ამის გაკეთებას არ ჩქარობს და ამ დოკუმნტების მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციებს განაგრძობენ. 

„მხეცის ნიშანი", „სატანის კოდი", ანტიქრისტეს ბეჭედი" - ასე უწოდებენ ე.წ. ბიომეტიული პასპორტების და პირადობის მოწმობების მოწინააღმდეგეები საბუთებს, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გასცემს. საუბარია დოკუმენტებზე, რომელიც სპეციალურ მოკროჩიპს შეიცავს, რომელზეც მის მფლობელზე ინფორმაცია ინახება. სასულიერო პირებს და ეკლესიასთან დაახლოვებულ პირთა შორის არსებობს მოსაზრება, რომ ეს საბუთები მოსახლეობაზე ტოტალური კონტროლისთვის გაიცემა, რაც მეორედ მოსვლის მოახლოების ნიშანია.

ამ საკითხზე მღვდელმსახურთა აზრი გაიყო. ასე მაგალთად, GeorgiaTimes-თან საუბარში მეუფე ეფრემმა განაცხადა, რომ მოსახლეობას აუცილებლად არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეს, აიღოს მიკროჩიპიანი პასპორტი, თუ არა.

- დაუშვებელია, როდესაც მოსახლოებას აიძულებენ ჩიპიანი პასპორტის აღებას, ადამიანებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, როგორ მოიქცნენ.

-ნიშნავს თუ არა ეს, რომ, თქვენი აზრით, ბიომეტრიული პასპორტების გაცემა გარკვეულ საფრთხეს შეიცავს?

- მე ვერაფერს დავამატებ საპატრიარქოს განცხადებას, რომელმაც განიხილა ეს საკითხი წმინდა სინოდის სხდომაზე და შესაბამისი დადგენილება მიიღო. ეს ეხება მიკროჩიპიან პასპორტს, სამი ექვსიანის დაუშვებლობას ნომერში და სხვა საკითხებს, - ამბობს მამა ეფრემი.

მღვდელმსახურთა განცხადებები, რომლებიც მოსახლეობის მიერ მიკროჩიპიანი პასპორტების აღების წინააღმდეგ გამოდიოდნენ, უფრო ლოიალური გახდა წმინდა სინოდს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც „უფლება მისცა" ადამიენებს თავად გადაწყვიტონ აიღონ ასეთი დოკუმენტები თუ არა. სინოდმა პასუხი გასცა იმ სასულიერო პირთა კითხვას, ვინც ამ პროცესს განსაკუთრებით აქტიურად ეწინააღმდეგებოდა, რომ წარმოგენილი ID-ბარათი „არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი". ამასთანავე საპატრიარქომ მთავრობას თხოვნით მიმართა, რომ ალტერნატიული მოწმობებიც შემოიღოს, რადგანაც ეს საკითხი საზოგადოებაში აქტიურად განიხილება.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100