RSS
на русском en in english
21.11.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველო რუსეთის გაზს დაუბრუბდება?

23.05.2013  |  13:08

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ალექსანდრე თვალჭრელიძე კი საქართველოში რუსული ბუნებრივი აირის მოწოდებას მიესალმება. „რაც მეტი ალტერნეტირული წყარო ექნება საქართველოს, მით უკეთესი, - განაცხადა თვალჭრელიძემ GeorgiaTimes-თან ინერვიუში, - რუსეთი გაზით პრაქტიკულად მთელ ევროპას ამარაგებს. მრავალი ქვეყანა ნატოს წევრია, და ისინი რუსეთის მეგობრები ნამდვილად არ არიან, მაგრამ ეს თანამშრომლობაში ხელს არ უშლის. პოლიტიკა და ეკონომიკა უნდა გაიყოს. რაც შეეხება რუსეთის ბუნებრივი აირის საფასურს, ეს საკითხი შეიძლება მოლაპარაკებებზე განვიხილოთ. მე არ გამოვრიცხავ, რომ სხვა წყაროებიც გაჩნდეს, მაგალითად ირანი. 2006 წელს, როდესაც რუსულ გაზსადენზე ავარია მოხდა, საქართველო გაზს ირანიდან იღებდა. მე არა მგონია, რომ ეს აზერბაიჯანთან პრობლემებს გამოიწვევს, ამ ქვეყანასთან კონტრაქტზე უარს არავინ ამბობს. რაც შეეხება ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან გაზის მოწოდების შესაძლებლობას, ტრანსკასპიური გაზსადენის არარსებობის პირობებში, ამ გაზის ექსპორტი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიით ხორციელდება და არსებობს 25-წლიანი კონტრაქტი, რომლის მიხედვით რუსეთი გაზს სხვა ქვეყნებს აწვდის. ამიტომაც მე მეჩვენება, რომ მიხეილ სააკაშვილმა ან ძალზე ცუდად იცის ენერგომატარებლების ბაზრის სპეციფიკა, ან ხალხი შეგნებულად შეჰყავს შეცდომაში", - განაცხადა თვალჭრელიძემ.

სხვათა შორის, საქართველოსა და რუსეთს შორის ელექტროეერგიის მოწოდების საკითხში თანამშრომლობას ექსპერტები ერთ -ერთ ყველაზე პროდუქტიულს უწოდებენ. რუსეთი საქართველოს ეკექტროენერგიას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუარესების პიკზეც კი აწვდიდა, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. 

მიხეილ ვარძელაშვილი. 

 

1 2 
3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100