RSS
на русском en in english
23.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველო რუსეთის გაზს დაუბრუბდება?

23.05.2013  |  13:08
საქართველო რუსეთის გაზს დაუბრუბდება?. 29437.jpeg

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ბუნებრივი აირის ალტერნატიული წყაროების მოძებნის აუცილებლობის თაობაზე განაცხადა. ასეთი წყარო, მისი აზრით, შესაძლოა, რუსეთი გახდეს. ამის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მთავრობა „ქვეყნის დამოუკიდებელ კურსზე უარის თქმაში" დაადანაშაულა. მიიღებს თუ არა საქართველო ბუნებრივ აირს რუსეთიდან, როგორც აზერბაიჯანის გაზის ალტერნატივას?

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი რუსეთის ბუნებრივ აირს აზერბაიჯანული გაზის რეალურ ალტერნატივად განიხილავს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთიდან ბუნებრივი აირის მისაღებად გარკვეული სამუშაოს გატარებაა აუცილებელი. „ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ავარიის ან აფეთქების შემთხვევაში საქართველო ბუნებრივ აირს მაინც მიიღებს. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ხშირია ავარიები, რის გამოც წნევა ეცემა. ჩვენ მხოლოდ ერთი ქვეყნიდან ბუნებრივი აირის მიღებაზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებულები" - განაცხადა მინისტრმა.

კალაძეს ჯერ არ დაუსრულებია თავის „ალტერნატიულ" გეგმებზე საუბარი, რაც საქმეში ჩაერთო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ბაქოში ვიზიტის დროს სააკაშვილმა რუსეთის მიმართულების განხილვას „ქვეყნის დამოუკიდებელი კურსის ფუნდამენტური გადახედვა უწოდა". „დღეს, როდესაც უკრაინამაც კი დაიწყო ბუნებრივი აირის მიღება ალტერნატიული წყაროებიდან, როდესაც მთელი ევროპა ცდილობს არ იყოს დამოკიდებული რუსეთზე, საქართველოს საპირისპირო მმართულებით იწყებს სვლას და ეს მძიმე მდგომარეობაში ქვეყნის დაბრუნებას ნიშნავს, - ამბობს სააკაშვილი, - ჯერ ერთი, აზერბაიჯანის გაზი რუსეთის ბუნებრივ აირზე რამ,დენჯერმე იაფია, ხოლო მეორეც, საქართველოს დამოუკიდბელობა და სტაბილურობა აზერბაიჯანის ინტერესებში შედის, რადგანაც ის თავად აზერბაიჯანის დამოუკიდებლობას და სტაბილურობას ნიშნავს. სწორედ ამიტომ ბაქო ჩვენ გაზს დაბალ ფასად გვაწვდის. რუსეთის ინტერესი კი მეზობლებზე კონტროლის დამყარებაა და ამისათვის ენერგეტიკული ბერკეტების გამოყენება," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სააკაშვილი მოუწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ამ საკითხზე ამომწურავი განმარტება გააკეთოს. „საქართველომ ამ საკითხში ყაზახეთთან და თურქმენეთთან უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს. რაც შეეხება რუსეთს, ის ვერანაირად ვერ გახდება ჩვენი პარტნიორი, რადგანაც ერთ მშვენიერ დღეს მოსკოვს ჩვენი პოლიტიკა არ მოეწონება და საქართვ ელოში გაზის მოწოდება შეწყდება, როფორც მან 2006 წლის ზამთარში გააკეთა", დაამატა სააკაშვილმა.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100