RSS
на русском en in english
23.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ვანო მერაბიშვილი დაკავებულია

23.05.2013  |  13:21
ვანო მერაბიშვილი დაკავებულია. 29438.jpeg

საქართველოში დაკავებულია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ამჟამინდელი გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი. იგი ქალაქ ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შენობაში, დაკითხვის დასრულებისთანავე დააკავეს.  

იმისდა მიუხედავად, რომ ბოლო თვეების მანძილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი დაკითხვაზე ოთხჯერ იყო დაბარებული, მისი დაკავების ამბავი ექსპერტებისთვისაც კი მოულოდნელი აღმოჩნდა.

დამოუკიდებელი ექსპერტი სოციალური მეცნიერებების დარგში ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილის დაპატიმრება წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა პოლიტიკური დევნის მორიგი გამოხატულებაა. Gtimes-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა: „ამ დაკავების მიზანი არის ის, რომ საზოგადოებამ ყურადღება გადაიტანოს იმ სირცხვილისგან, რომელიც 17 მაისს თავისუფლების მოედანზე მოხდა. მე ვგულისხმობ ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა ეკლესიის მესვეურებთან შეტაკებას და იმას, რომ ხელისუფლებამ საიმედო დაცვა ვერ უზრუნველყო. ყველაფერი ეს და მათ შორის - მერაბიშვილის დაპატიმრებაც, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველო დემოკრატიასა და ევროპას შორდება და რუსეთს უახლოვდება, როგორც გეოპოლიტიკურად, ისე იდეოლოგიურადაც. რატომ შეაჩერეს არჩევანი მაინცდამაინც ჭიაბერაშვილსა და მერაბიშვილზე? იმიტომ, რომ მათ არ აქვთ საპარლამენტო იმუნიტეტი, თანაც, სავსებით კომპეტენტური ადამიანები და ძლიერი კონკურენტები არიან, რომელთა არსებობაც დღევანდელ ხელისუფლებას არ აწყობს", - აღნიშნა ექსპერტმა.

ვანო მერაბიშვილი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი დაიბარეს ქუთაისის საოლქო პროკურატურაში, „ერთიანი ნაციონალი მოძრაობის" მომხრეთათვის ფიქტიური სამუშაო ადგილების შექმნის საკითხთან დაკავშირებით, რასაც მთავრობის 2012 წლის დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების დროს ჰქონდა ადგილი.

ხელისუფლების მტკიცებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დასაქმების პროგრამაზე გამოყოფილი თანხიდან, დაახლოებით 4 მილიონი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების ფინანსირებასა და წინასაარჩევნო პროპაგანდაზე დაიხარჯა. საპარლამენტო არჩევნების წინ მოსახლეობას სახლებში ხშირად აკითხავდნენ ადამიანები, რომლებიც თავს მერაბიშვილის აგენტებად ასახელებდნენ. ისინი აწარმოებდნენ აგიტაციას, სვამდნენ შეკითხვებს, ცდილობდნენ გაერკვიათ, ვის აძლევდნენ ხმას ოჯახის წევრები.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100