RSS
на русском en in english
23.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველო სტიქიას რაკეტებს დაუშენს

23.05.2013  |  13:25
საქართველო სტიქიას რაკეტებს დაუშენს. 29440.jpeg

ის იყო სახელმწიფომ კახელ გლეხებს 2012 წლის სეტყვით დაზიანებული მეურნეობებისთვის კომპენსაცია გადაუხადა, რაც ახალი უბედურება მოხდა. ამჯერადაც კახელებისთვის ესოდენ "კარგად" ნაცნობმა სტიქიამ იჩინა თავი. მთავრობამ დაითვალა, რომ უფრო ხელსაყრელი ზომების წინასწარ მიღება და სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების გამოყენება იქნება, ვიდრე სტიქიის შედეგების განეიტრალება. მით უმეტეს, რომ ფულადი კომპენსაციის მიღების შემდეგ, ზოგი კახელი ძალიან უცნაურად მოიქცა და თავისი დიდი ხნის ოცნება აისრულა. მაგალითად, "მერსედესი" იყიდა. 

მაისის წვიმებს საქართველოსთვის, როგორც წესი, უბედურების მეტი, არაფერი მოაქვს. ყველას ჯერ კიდევ ახსოვს წინა ზაფხული, როდესაც კახეთის დიდი ნაწილი სეტყვამ დააზარალა.

ეს მაისი არაფრით უკეთესი არაა. ახალი დაწყებული იყო, როცა სეტყვამ კახეთს კვლავ შეახსენა თავი. თელავის ხუთ სოფელს სერიოზული ზიანი მიადგა. ატმის ბაღები, ნათესები, ხილი და ვაზი თითქმის მთლიანად განადგურდა. წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა სახლების პირველი სართულები და სადგურები წალეკა. სეტყვამ ინფრასტრუქტურა გაანადგურა. დაიღუპა წვრილფეხა საქონელი და ფრინველები. სინოპტიკოსები დამაიმედებელ პროგნოზებს არ აკეთებენ.

გონებამახვილი კახელები ცდილობენ, ყურები არ ჩამოყარონ და საკუთარ თავში ხუმრობის ძალასაც კი პოულობენ: "ყველაფერი კარგად იქნება, თუკი ახალი მთავრობა ზარალს აგვინაზღაურებს". კახეთში გამოთქმაც კი გაჩნდა - "ახალ სეტყვამდე".

თუმცა, მსგავსი ვითარება ზოგიერთ დაზარალებულ ფერმერს აწყობს კიდეც. წინა წელს ზოგი მათგანი, იმის მაგივრად, რომ დაზიანებული მეურნეობა აღედგინა, რუსთავის ავრობაზრობაზე გავარდა და მიღებული კომპენსაციით "მერსედესი" იყიდა.

წინა წელს დახმარება კახელებს ნაწილობრივ საქართველოს ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პირადი სახსრებიდან გამოეყოთ. ამ წელსაც მთავრობა სათუთად ითვლის ზარალს, და უკვე გამოყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან 300 000 ლარი. ეს თანხა ნაწილობრივ მოსახლეობისთვის ზარალის ანაზღაურებასა და დანგრეული გზების აღდგენაზე დაიხარჯება.

მაგრამ კახეთში სეტყვის სიხშირის გათვალისწინებით, სახელმწიფოს ნამდვილად არ ეყოფა სახსრები. ამიტომ საქართველოს მთავრობა ფიქრობს არა სტიქიის შედეგების განეიტრალებაზე, არამედ თავად სეტყვასთან ბრძოლაზე.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100