RSS
на русском en in english
21.09.2017
არხივი სტატიები
სტატიები

არჩევნები, როგორც დამოუკიდებლობის დემონსტრაცია

18.03.2009  |  13:06

0/2/1/2021.jpegსამხრეთ ოსეთში საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ბრძანება ხელმოწერილია. ოთხი პოლიტიკური პარტია აგიტაციას შეუდგა. როგორც ცხინვალში იმედოვნებენ, დემოკრატიული არჩევნები მთელს მსოფლიოს დაანახებს, რომ სამხრეთ ოსეთი ღირსია, ერქვას დამოუკიდებელი სახელმწიფო.

სამხრეთ ოსეთის არჩევნების მოსალოდნელმა მასშტაბმა შეიძლება ღიმილი გამოიწვიოს. ქვეყნის მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 50 ათას ადამიანს, რაც რუსეთის პატარა რაიონულ ცენტრს შესაბამება. მაგრამ ახალგაზრდა რესპუბლიკისთვის საკუთარი პარლამენტის არსებობა - პრინციპული საკითხია.

ოსები, რომლებიც იბრძვიან საერთაშორისო აღიარებისთვის, ხაზს უსვამენ, რომ სამხრეთ ოსეთი, როგორც დე-ფაქტო დამოუკიდებელი ქვეყანა 1992 წლიდან არსებობს. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის, რუსლან ბაზაროვის თქმით, რომელიც რესპუბლიკის ბეჭდვისა და ინფორმაციის სახელმწიფო კომიტეტს მოჰყავს, სამხრეთ ოსეთის რაიონი დამოუკიდებელი სახელმწიფოს იმ კრიტერიუმებში ჯდება, რომელიც დაფიქსირებულია მონტევიდეოს კონვენციაში და სხვა საერთაშორისო აქტებში: მუდმივი მოსახლეობა, განსაზღვრული ტერიტორია, ეფექტური მმართველობა... უფრო მეტიც, სამხრეთ ოსეთი არის დემოკრატიული ქვეყანა, რადგანაც პრეზიდენტი და პარლამენტი საყოველთაო კენჭისყრითაა არჩეული.

პირველად სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 1990 წლის ბოლოს ჩატარდა. 1996 წლის დეკემბერში უმაღლეს საბჭოს დაერქვა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტი.

მოქმედ, მეოთხე მოწვევის პარლამენტში მუშაობენ როგორც ერთმანდატიანები, ასევე სამი პარტიის - „ერთობის", კომპარტიის და სახალხო პარტიის დეპუტატები. გასული 2004 წლის არჩევნები სკანდალით აღინიშნა. ცენტრალურმა საარჩევნო კომიტეტმა სახალხო პარტიას და წინა პარლამენში წარმოდგენილ პარტია „სამშობლოს"(„ფიდიბასტ") რეგისტრაციაზე უარი უთხრა, რადგან მათ არ შეასრულეს რომელიღაც ფორმალური საკითხი. მათმა ლიდერებმა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში იჩივლეს. სახალხო პარტიას ეს გამოუვიდა, „სამშობლოს" - არა.და სულ მალეც ორგანიზაციამ სიცოცხლის ნიშანწყალიც დაკარგა.

„სამშობლოს" აღორძინება 2007 წელს მოხდა. ის ოფიციალურად დაარეგისტრირეს, როგორც სოციალისტური პარტია „ფიდიბასტი", რომლის თავმჯდომარეც გახდა პოლიტოლოგი და გაზეთ „ოსეთის პულსის" მთავარი რედაქტორი, ვიაჩესლავ გობოზოვი. თუკი ვიხელმძღვანელებთ პრინციპით, „მითხარი, ვინაა შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენ", მაშინ „ფიდიბასტის" კონცეფცია ახლოსაა „ სამართლიანი რუსეთის" პროგრამასთან, რომელთანაც პარტიას მეგობრული ურთიერთობები აქვს.

„ერთობა" შეიქმნა „ერთიანი რუსეთის" მაგალითით და მსგავსად. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების პარტიის თავმჯდომარე ზურაბ კოკევმა 2007 წელს ხელი შეუწყო, რომ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის არჩევნებზე სამხრეთ ოსეთში „ერთიანმა რუსეთმა" მოეგროვებინა ხმათა 92%.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100