RSS
на русском en in english
04.12.2016
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველოში დღე არ გადის მიტინგის გარეშე

18.03.2009  |  15:57

0/2/5/2025.jpegთბილისში ქუჩის პროტესტები ხელოვნების დონეზე აიყვანეს. პარასკევს, 13 მარტს, ოპოზიციის მიერ ორგანიზებული კონცერტი, პოლიციის მანქანის ეფექტური დაწვით დასრულდა. კვირას ქალაქის ცენტრალური ქუჩები გაივსო დემონსტრანტებით, მთავარი ლოზუნგი გახლდათ „მიშა წადი". ორშაბათს კი, ოქრუაშვილის მომხრეებმა ჩაატარეს თეატრალიზებული აქცია.

ქართველები, კავაკასიური სიფიცხით აჰყვნენ ოპოზიციის ბელადებს. როგორც ჩანს, არავის აშინებს ფიქრი, რომ 9 აპრილს შესაძლებელია განმეორდეს სისხლიანი დრამა, როგორიც 2007 წლის 7 ნოემბერს მოხდა. მიხეილ სააკაშვილმა კონკრეტულად განაცხადა, რომ საკუთარი ნებით პოსტს არ დატოვებს. ასევე მანვე დააფიქსირა მზადყოფნა, მკაცრად აღკვეთოს „კანონიერად არჩეული ხელისუფლების" საწინააღმდეგო ნებისმიერი გამოსვლები. ამ შემთხვევაში მისი სიტყვა და საქმე ერთია. მარტის დასაწყისში უკვე ჰქონდა ადგილი, მიტინგების პირველ დარბევას.

გასული კვირის ბოლოს, აქციები პოლიციის დაღინებული მზერის ქვეშ, მაგრამ მათი პირდაპირი ჩარევის გარეშე ჩატარდა.

ხელისუფლება არ შეუშინებია კლოუნადას, რომელიც რიყეზე ესტრადის მომღერალმა გიორგი გაჩეჩილაძემ, გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატის, ლევან გაჩეჩილაძის ძმამ გამართა. მას უკვე რამდენიმე დღეა, ტელემარათონი მიჰყავს სტუდიაში მოწყობილი ციხის საკნიდან, რომელიც საქართველოში თავისუფლების არარსებობის სიმბოლოა. ამ საკნით გამოვიდა ის სცენაზეც, რომ კიდევ ერთხელ ეთქვა სააკაშვილისთვის:"წადი და თან წაიღე". რამდენიმე ათასმა მაყურებელმა თან მოიტანა გადასაყრელი ნივთები, რომლებიც, აქციის ორგანიზატორების ჩანაფიქრით, სააკაშვილმა თან უნდა წაიღოს. ეს უსარგებლო ნივთები დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობასთან მიიტანეს.

როდესაც აქცია დასრულდა და წესრიგის დამცველებმაც შეძლეს, თავისუფლად ამოესუნთქათ, თბილისში აფეთქების ხმა გაისმა. აფეთქდა პოლიციის მანქანა. ის იდგა ნინო ბურჯანაძის პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ახალგაზრდული ფრთის ოფისის გვერდით და დაცვის პოლიციის სამსახურის შენობის სიახლოვეს. ბურჯანაძემ მეორე დღეს გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს ინციდენტი მისი პარტიის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი, პირიქით აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აქცია-კონცერტის მონაწილეებს დააკისრა. შსს-ს განცხადებით,თითქოს და ღონისძიებიდან მომავალმა ერთმა ახალგაზრდამ მანქანის ქვეშ ყუმბარა შეაგდო.

კვირას, 15 თებერვალს, რუსთაველის ძეგლთან გამართული მიტინგი ისევ პარლამენტამდე მსვლელობით დასრულდა. აქციის - „მიშა, წადი!" ორგანიზატორებად 12 არასამთავრობო ორგანიზაცია გამოვიდა. მათ გაავრცელეს სპეციალური მიმართვა ხელისუფლებისადმი, რომელშიც სააკაშვილს გადადგომისაკენ მოუწოდებენ.

მიტინგზე ბევრი ითქვა იმის შესახებ, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივ ძალებს შორის არსებული დაპირისპირება, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100