RSS
на русском en in english
24.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართველი მუშების მშიერი ყოფა

29.05.2013  |  16:58

მას შემდეგ, რაც კონფლიქტის მეორე მხარეს მოვუსმინეთ, მივხვდით, რომ შეთანხმება ნაკლებად სავარაუდოა. საზოგადოებასთან ურთიერთობათა სამსახურის უფროსი მაკა კვარაცხელია აცხადებს: "ჩვენი პოზიცია უცვლელია, ანუ ჩვენ არ ვაპირებთ გაფიცულებთან არანაირი მოლაპარაკებების წარმოებას. მოლაპარაკებები დაიწყება მხოლოდ ნორმალურ პირობებში, მაშინ, როდესაც გაფიცვა დასრულდება. ბოლოს მუშებს ხელფასი 8 თვის წინ გაეზარდათ. გარდა ამისა, ჩვენ სოციალურ პროგრამებზე დიდ თანხებს ვხარჯავთ, მაგალითად, საოჯახო სადაზღვევო პაკეტებზე, ტრანსპორტით უზრუნველყოფაზე, მათ კვებაზე და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ ეს ყველაფერი არ დასრულდა, კომპანია, სამწუხაროდ, იძულებული იქნება გამოაცხადოს კონკურსი ვაკანტურ ადგილებზე. უნდა ავღნიშნო, რომ საქართველოში ცოტაა საწარმო, რომელსაც შეუძლია შრომის ისეთი პირობებით დაიტრაბახოს, როგორიც ჩვენ გვაქვს. ასე რომ, კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველები საკმარისად იქნებიან", - მიიჩნევს კვარაცხელია.

რამოდენიმე დღის წინ მოშიმშილეები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ცნობილმა რეჟისორმა გოგი ქავთარაძემ და გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ნუგზარ ქამუშაძემ მოინახულეს. აქციის მონაწილეებთან საუბრის შემდეგ, რაიონის დეპუტატიქარხნის დირექტორ ანდრეი კუპკოს შეხვდა, თუმცა, ორსაათიანმა საუბარმა შედეგი არ გამოიღო.

ქარხნის დირექტორმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაც მაია კვარაცხელიამ განაცხადა. "ხელფასის ორმოცდაათი პროცენტით ზრდის მოთხოვნა არარეალურია. ჩვენ გვაქვს ბევრი ახალი პროექტი. ვაპირებთ წარმოების გაფართოებას. ამასთან დაკავშირებით ხელფასის ზრდა იქნება ეტაპობრივი და არა ისეთი, როგორც მათ სურთ. ჩვენ დავიწყებთ ახალი თანამშრომლების ძებნას. ადმინისტრაციის დიდი წუხილისდა მიუხედავად, ამ ვითარებაში სხვა გამოსავალს მე ვერ ვხედავ", - აცხადებს კუპკო.

ნატო ველია 

1 
2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100