RSS
на русском en in english
24.11.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართველი მუშების მშიერი ყოფა

29.05.2013  |  16:58
ქართველი მუშების მშიერი ყოფა. 29465.jpeg

უკვე რამდენიმე დღეა, საქართველოში ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხნის მუშები არიან გაფიცულნი. თუმცა, შიმშილობის გამოცხადების მიუხედავად, საწარმოს ადმინისტრაცია შეუდრეკელია. იგი მიიჩნევს, რომ მუშებს ზურგს უცნობი ძალები უმაგრებენ, რომლებიც მათ არარეალურ და არაადეკვატურ მოთხოვნებს კარნახობენ. ადმინისტრაცია აპირებს, ვაკანტური ადგილების ესახებ გამოაცხადოს, მიიჩნევს რა, რომ ახალი თანამშრომლების აყვანა უფრო იაფი დაუჯდება, ვიდრე ძველი მუშების მოთხოვნების დაკმაყოფილება.

2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მთელი ქვეყანა გაფიცვების ტალღამ მოიცვა. გაიფიცნენ შპს "ჯორჯიან მანგანეზის" მაღაროელები, ფოტის პორტისა და ზესტაფონის ქარხნის მუშაკები. ადამიანები აპროტესტებდნენ შრომის არადამიანურ პირობებს და მოითხოვდნენ ხელფასის მომატებას. მაშინდელი შრომის კოდექსი იცავდა, ძირითადა, დამსაქმებელთა ინტერესებს. თუმცა, "ჯორჯიან მანგანეზსთან" მიღწეული შეთანხმების შედეგად, რომელიც გარკვეულ დათმობებზე წავიდა, გაფიცვა შეწყდა. როგორც აღმოჩნდა, ეს მხოლოდ დროებითი მოვლენა იყო.

საქმე ისაა, რომ ადმინისტრაცია მუშებს მათი მოთხოვნების ეტაპობრივ შესრულებას დაჰპირდა, რამაც ისინი გარკვეული დროით დაამშვიდა. თუმცა, დათქმული ვადა ამოიწურა, პროცესი კი, სადღაც, გარდამავალ დონეზე შეწყდა.

უკვე მეექვსე დღეა, ფეროშენადნობის ქარხნის მუშათა გაფიცვა ახალი ძალით განახლდა. მოთხოვნებმა უფრო ულტიმატიური ხასიათი მიიღო და კონკრეტული კონტურებიც გამოიკვეთა. მუშები მოითხოვენ ხელფასის 50 პროცენტით გაზრდას და ღამის საათებში შრომისთვის 20-პროცენტიან დანამატს. სამმა გაფიცულმა პროტესტის უკიდურეს ზომას -შიმშილობას მიმართა. გოგა ბრეგვაძე, ანტონ ბიბილაშვილი და რამაზ ფერაძე 23 მაისის დილიდან შიმშილობენ.

ამჟამად საწარმოში ვითარებაძალზედ დაძაბულია. ჭიათურელი მაღაროელებიც აპირებენ ზესტაფონელ მუშებს შეუერთდნენ, რაც რეგიონში გაფიცვების ახალ ტალღას გამოიწვევს. ფეროშენადნობების ქარხნის ადმინისტრაცია მოთხოვნებს არაადეკვატურად მიიჩნევს და მოლაპრაკებების დაწყებაზე კატეგორიულ უარს აცხადებეს. "ჯორჯიან ამერიკან ელოიზის" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კომპანია აღშფოთებულია რაღაც გაურკვეველი ჯგუფის ქმედებებით, რომელსაც ჩვენი მუშები შეცდომაში შეყავს.

კომპანიის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ თანამშრომლებში საღი აზრი გაიმარჯვებს და მოუწოდებს მათ, დროულად დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს, რათა ერთიანი ძალებით განაახლონ საწარმო პროცესი.

თანამშორმლები კომპანიის გეგმებით აღელვებულები არიან. მათთვის ცნობილი გახდა, რომ ადმინისტრაცია აპირებს, ადამიანები გაფიცვის გამო დასაჯოს, ჩამოართვას სადაზღვეო პოლისები, სამსახურიდან დაითხოვოს და მათ ადგილას სხვები დანიშნოს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100