RSS
на русском en in english
21.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რატომ იაფდება საქართველოში დოლარი?

29.05.2013  |  17:02
რატომ იაფდება საქართველოში დოლარი?. 29466.jpeg

ბოლო კვირის მანძილზე ამერიკული ვალუტა საქართველოში საგრძნობლად გაიაფდა. რასთანაა დაკავშირებული დოლარის კურსის ვარდნა? არის თუ არა ეს საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობის რეალური მაჩვენებელი, თუ ეს, უბრალოდ, სურვილია, კურსის ხელოვნური ცვლილების ხარჯზე დემონსტრირება მოხდეს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება სტაბილიზირდება და უმჯობესდება კიდეც?

ჯერ კიდევ წინა კვირაში თბილისში ერთ ამერიკულ დოლარში ლარსა და 65 თეთრს იხდიდნენ. ეს კურსი დიდი ხნის მანძილზე სტაბილურად ნარჩუნდებოდა. დღეს კი აშშ დოლარში, მაქსიმუმ, 1 ლარსა და 62 თეთრ თუ მიიღებთ. ერთი შეხედვით, ეს ვითარება საქართველოს მოქალაქეებს უნდა აწყობდეთ - ადგილობრივი ლარი ძალებს იკრეფს. თუმცა, ქართველები დამწუხრებულნი არიან მოულოდნელი სავალუტო და ეკონომიკური "კეთილდღეობით" და სულაც არ აფასებენ ამ ფაქტს, როგორც ეროვნული ვალუტის სტაბილიზიაციას. პირიქით - ისინი მიიჩნევენ, რომ ახალი მთავრობა მოჩვენებითი კეთილდღეობის მიღმა ბევრ რამეს მალავს.

ვალუტის გაცვლის პუნქტებში სულ უფრო ნაკლებ ადამიანს შეხვდებით, ვისაც დოლარის გაყიდვა სურს, თუმცა, არც უცხოური ვალუტის ყიდვის მსურველები არიან მრავლად.

GeorgiaTimes-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სანდრო თვარჭელიძემ გვიამბო ქვეყანაში ამერიკული ვალუტის დაცემის ჭეშმარიტ მიზეზებზე. როგორც აღმოჩნდა, ეს დაკავშირებულია არა საქართველოს შიდა ეკონომიკასთან, არამედ აშშ-ს ხელისუფლების მიერ გატარებული შერჩევითი პოლიტიკის შედეგია. საუბარია სუსტი დოლარის პოლიტიკაზე.

-აშშ-მ აუცილებლად უნდა აწიოს ფასები ნავთობზე. სუსტი დოლარის პოლიტიკის შედეგად, ისინი შეამცირებენ გარე და შიდა ვალებს, თავის საქონელს უფრო მიმზიდველს გახდიან. მსგავსი კანონზომიერება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ თითქმის ყველა ქვეყანაში შეინიშნება.

-რამდენ ხანს გაგრძელდება ეს დაცემა?

-დიდ ხანს არა. მანამ, სანამ ნავთობის ფასი სტაბილური არ გახდება. მგონია, რომ დოლარი კიდევ ცოტათი გაიაფდება. შემდეგ კი კურსი შეჩერდება და მისი რყევა 20% ფარგლებს არ გასცდება.

-ანუ, ეს არანაირად არაა დაკავშირებული საქართველოს ეკონომიკასთან? როგორ აფასებთ ქვეყანაში შექმნილ საერთო ეკონომიკურ ვითარებას?

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100