RSS
на русском en in english
21.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

არა“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

29.05.2013  |  17:10

იმ ფაქტმა, რომ პრეზიდენტმა ღიად არ დაიცვა მერაბშვილი - ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი თანამებრძოლი, ბევრი გააკვირვა. ყოფილი პრემიერის დაპატიმრებამდე დიდი ხნით ადრე ქართული მედიასაშუალებები ინფორმაციას ავრცელებდნენ, რომ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა კონფლიქტი გაჩნდა, ერთმანეთს მიხეილ სააკშვილის და ვანო მერაბიშვილის გუნდები დაუპირისპირდნენ. ამ კონფლიქტზე ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში მერაბიშვილის წინააღმდეგ აგორებული კამპანიაც მიუთითებდა. იგი წამოიწყო შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა დათა ახალაიამ, რომელმაც სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოქვეყნებულ წერილში პასუხისმგებლობა "ნაციონალების" მიერ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების გამო ვანო მერაბიშვილს დააკისრა.

მერაბიშვილსა და სააკაშვილს შორის არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით ეჭვები კიდევ უფრო გააღვივა "ნაციონალების" მიერ დაანონენსებულმა საქართველოს ევროპული კურსის მხარდასაჭერმა აქციამ. წინასწარვე ცნობილი იყო, რომ პრეზიდენტი აქციაში მონაწილეობას არ მიიღებდა. მთავარი მოვლენა მერაბიშვილის გამოსვლა უნდა ყოფილიყო, და ბევრი ექსპერტი ვარაუდობდა, რომ სწორედ ის გახდებოდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი. თუმცა, მიხეილ სააკაშვილმა ვერ მოითმინა და აქციაზე გამოცხადდა, ტრიბუნაზე ავიდა და მისთვის ჩვეული მანერით შეკრებილ საზოგადოებას მიმართა. მერაბიშვილი ტრიბუნიდან ჩამოხტა და ღონისძიეება დატოვა, რაც გარშემომყოფებს არ გამოპარვიათ.

„მიხეილ სააკაშვილის რეაქცია მერაბიშვილის დაპატიმრებაზე სავსებით მოსალოდნელი იყო. პრინციპში, მან თქვა სწორედ ის, რაც უნდა ეთქვა პრეზიდენტს. იგი მიხვდა, რომ მისი კრიტიკული რეაქციები ქვეყენაში მომხდარ ყველაზე მოვლენაზე, აღარ მოქმედებს საზოგადოებაზე, და გადაწყვიტა, უფრო დაბალანსებული გზა აერჩია, ურთიერთობის აგრესიული სტილი, ნაკლებად აგრესიულით შეეცვალა", - განუცხადა GeorgiaTimes-ს დამოუკიდებელმა ქართველმა ექსპერტმა ზაალ ანჯაფარიძემ.

ამავე დროს, ექსპერტი იმ აზრსაც უშვებს, რომ პრეზიდენტის სტილში მსგავსი ცვლილება შეიძლება შიდაპარტიული კონკურენციით იყოს განპირობებული. ზაალ ანჯაფარიძე არ გამორიცხავს იმასაც, რომ უთანხმოება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რიგებში უფრო თვალსაჩინო გახდეს. შესაძლოა, მალე, ამ, ერთი შეხედვით, ერთიან პარტიას გამოეყოს გარკვეული ჯგუფი, რომელიც ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის მშენებლობას ეცდება.

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარის სოსო ცისკარიშვილის აზრით, მიხეილ სააკაშვილის რეაქცია მერაბიშვილისა და ჭიარებაშვილის დაპატიმრებაზე უფრო რბილი გამოდგა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. თუმცა, ამას თავის ახსნა აქვს. „იგი რბილი იყო შეფასებებში, რადგანაც იცოდა, რა რეაქცია შეიძლება ჰქონოდა მოსახლეობას. თუმცა, იგი ცდილობს, დასავლეთს მიაწოდოს ინფორმაცია „ქვეყანაში განვითარებული ამბების" შესახებ. საქართველოში კი, მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში იმყოფება და ცდილობს, თავისი განცხადებებით მიიმხროს ისინი, ვინც ჯერ კიდევ ყოყმანობს", - დასძინა სოსო ცისკარიშვილმა.

1 
2
 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100