RSS
на русском en in english
22.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

არა“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

29.05.2013  |  17:10
არა“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. 29467.jpeg

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეაქციამ უახლოესი თანამებრძოლების -„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებაზე შიდაპარტიული ცხოვრების პერიპეტიების არმცოდნე ბევრი ადამიანი გააკვირვა. სააკაშვილმა არ დაიცვა მერაბიშვილი, რომელიც ბევრს პრეზიდენტის „მარჯვენა ხელი" ეგონა. სინამდვილეში, დიდი ხანია, რაც მათ შორის უთანხმოებაა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მალე გაუგებრობა ნაცინალური მოძრაობის ლიდერებს შორის უფრო ღია ხასიათს მიიღებს, რაც, შესაძლოა, პარტიის დაიშალით დასრულდეს. 

21 მაისის საღამოს, მას შემდეგ, რაც საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელმა საზოგადოებას ორი ყოფილი ჩინოსნის დაკავება აუწყა, მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს მომხდართან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გაუზიარა.

პრეზიდენტმა კონკრეტულად ვანო მერაბიშვილის დასაცავად ძალიან ცოტა რამ თქვა. მან, უბრალოდ, აღნიშნა - ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაკავება დაუშვებელიაო, მერაბიშვილი განსაკუთრებულ წარგენას არ საჭიროებს, რადგანაც საზოგადოებამ კარგად იცის მისი საქმიანობის უარყოფითი და დადებითი მხარეების შესახებ, და სასამართლოს ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ შეცვლის საზოგადოების მიერ ამა თუ იმ მოღვაწისთვის გამოტანილ ვერდიტქსო.

სააკაშვილმა ყურადღება უფრო ზურაბ ჭიაბერაშვილის დამსახურებაზე გაამახვილა, მის წარმატებულ მუშაობაზე ჯერ თბილისის მერის, შემდეგ კი ევროპის საბჭოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე, რუსეთის WTO-ში შესვლასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმატებულად დასრულებაში მის ღვაწლზე, მის საქმიანობაზე ჯანდაცვის მინისტრობის პერიოდში.

პრეზიდენტმა საკმაოდ ბუნდოვნად უპასუხა ჟურნალისტის კითხვებს იმის შესახებ, აპირებს თუ არა იგი მერაბიშვილს თავდებში დაუდგეს, დარჩება თუ არა მერაბიშვილი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის თანამდებობაზე და იქნება თუ არა იგი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100