RSS
на русском en in english
16.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

„პატრიოტი“ - სეპარატისტი აზერბაიჯანლების წინააღმდეგ

29.05.2013  |  17:15

-ჩვენი პირველი შეკრება თბილისის კინოს სახლში შედგა. ხუთას კაცამდე შეგროვდა, მათ შორის რელიგიური მოღვაწეებიც. ეს ღონისძიება ჩვენი სუთარი სახსრებით ჩავატარეთ - ჩემი და კიდევ სამი დამაარსებლის. ჯერ არავინ გვაფინანსებს. თუმცა ვაპირებთ სპონსორების მოძიებას, უბრალოდ ფინანსიერბის საკითხებში ძალიან სკურპულიოზურები ვართ. ძალიან ადვილია იმათ გავლენის ქვეშ აღმოჩენა, ვინც ფულს გიხდის. საიმისოდ, რათა შეინარჩუნოთ დამოუკიდებლობა, ფრთხილად აირჩიეთ დონორი.

-მოგვიყევით ორგანიზაციის დაარსების იდეის, თქვენი საქმიანობის და გეგმების შესახებ.

-მსგავსი ორგანიზაციის შექმნის იდეა პირადად მე მეკუთვნის. ამის აუცილებლობა მას მერე გაჩნდა, რაც მე გავიაზრე რომ აზერბაიჯანელთა შორისაც არსებობენ ე.წ. სეპარატისტები. 23 წელი ვაკვირებოდი ბაქოსა და თბილისში განვითარებულ ამბებს და დავასკვენი, რომ ჩვენი პოლიტიკოსები საკუთარი ამბიციების, საკუთარი სკამების გამო იბრძვიან. იზოლირებული აზერბაიჯანულენოვანი რეგიონების არსებობს ბევრს აწყობს. არავინ მაინცდამაინც არ ცდილობს, დაეხმაროს ჩვენ თანამემამულეებს ქართულ საზოგადოებასთან ინტეგრაციაში. და თუკი ვინმე ამაზე საუბრობს, ეს გულწრფელად არ ხდება, უბრალოდ დემონსტრაციაა.

-შეგიძლიათ დაგვისახელოთ კონკრეტული მაგალითები?

-მარნეულში ცხოვრობს ვინმე ფაზილ ჰასანოვი, რომელსაც სურს არასამთავრობო ორგანიზაციები აზერბაიჯანის სასარგებლოდ გააერთიანოს.ასეთი ქმედებები ჩვენს ინტერესებს არ ემსახურება. ჩვენ პირველ ღონისძიებაზე არ ჟღერდა აზერბაჯანის ჰიმნი და არ გვქონდა ქვეყნის დროშა. ფაზილ ჰასანოვს და ზოგ მისნაირს ეს ფაქტი სასტიკად აღიზიანებდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აზერბაიჯანი არ გვიყვარს, უბრალოდ ჩვენი სამშობლო - საქართველოა. მხოლოდ ასეთი იდეოლოგიით გახდები ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქე. არის კიდევ ერთი სეპარატისტი რასულ ჰასანოვი. მახსოვს როგორ აგროვებდა ხელმოწერებს ავტომონომიის შესაქმნელად. კიდევ ერთი - ტელმან ჰასანოვი განაწყობს ხალხს ამ ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ გვსურს არა ავტონომია, არამედ ინტეგრაცია.

-უკვე გაქვთ სამუშაო პროგრამა?

-ჩვენი პროგრამა 3 ეტაპს მოიცავს: მუშაობა სკოლის მოსწავლეებთან, სტუდენტებთან და ზრდასრულ მოსახლეობასთან. ვგეგმავთ რიგი შეხვედრების გამართვას. პირველი შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან ამ დღეებში გაიმართება. შემდეგ გვსურს აზერბაიჯანელი და ქართველი სტუდენტები ერთად შევკრიბოთ. მოკლედ ყველაფერი წინაა, გეგმა ბევრი გვაქვს, სახსრები კი ჯერ არ გვყოფნის.

-ბაქოში ერთ-ერთი უკანასკნელი ვიზიტისას მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა სკანდალური განცხადება აზერბაიჯანელი ბიზნესმენის, წარმოშობით გარდაბნელი, მოსკოვში მცხოვრები სეიუნ სადიგოვის შესახებ, რომელიც თითქოსდა საქართველოს აზერბაიჯანული რეგიონების ავტონომიაზე ოცნებობს.

1 
2
 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100