RSS
на русском en in english
27.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

„პატრიოტი“ - სეპარატისტი აზერბაიჯანლების წინააღმდეგ

29.05.2013  |  17:15
„პატრიოტი“ - სეპარატისტი აზერბაიჯანლების წინააღმდეგ. 29468.jpeg

თბილისში გამოჩნა ახალი ორგანიზაცია სახელწოდებით „პატრიოტი". მოსალოდნელია, რომ მასში საქართველოში მცხოვრებ 450 ათას აზერბაიჯანელზე მეტი გაერთიანდება. მათი მიზანი ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირება იქნება. იგი მოახდენს სეპარატისტული განწყობის გაჩენის პრევენციას და გაზრდის აზერბაიჯანლების როლს თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობის საქმეში. ახლადშექმნილი ორგანიზაციის დამაარსებელთა და წევრთა პირველი ყრილობა უკვე შედგა. „კინოს სახლში" დაახლოებით 500 კაცი შეიკრიბა. ორგანიზაციის თავმჯდომარედ ალახიარ იუსუფოვი აირჩიეს. 

„საქართველო ჩვენი სამშობლოა, იმისდა მიუხევად, რომ ეთნიკური აზერბაიჯანლები ვართ", - აცხადებენ „პატრიოტის" წევრები. მათი მთავარი მიზანია - უზრუნველყონ აზერბაიჯანელთა ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში. საქართველოში ცხოვრების მიუხედავად, ბევრი მათგანი მაინც დამოკიდებული და მიჯაჭვულია აზერბაიჯანზე. საქართველოს აღმოსავლეთ რეგიონებში ბევრი ოჯახია, რომელთა წევრებიც ქართულად არ ლაპარაკობენ, მეზობელი ქვეყნების ტელეარხებს უყურებენ, ხოლო მათი შვილები ბაქოსა ან გიანჯაში სწავლობენ. ეს ვითარება ორგანიზაცია „პატრიოტის" წევრებს აღელვებს.

„თუკი დმანისის, გარდაბნის, მარნეულის ან ბოლნისის რაიონის სოფლის სკოლის რომელიმე მოსწავლეს ჰკითხავთ „რა არის სამშობლო" და "რომელი ქვეყანაა მათთვის მშობლიური", ისინი ვერ გიპასუხებენ. ეს არ ნიშნავს, რომ მათ სამშობლოს ცნებაზე წარმოდგენა არა აქვთ, უბრალოდ ბავშვები დაბნეულები არიან", - აცხადებს „პატრიოტის" თავმჯდომარე ალაჰიარ იუსუფოვი.

მართლაც, ვითარება ისეთია, რომ საქართველოს ზოგ რაიონში მცხოვრები აზერბაიჯანლები თითქოს იზოლირებულნი არიან დანარჩენი სამყაროსგან. გაუმართლათ იმათ, ვინც ქართველების გარემოცვაში ცხოვრობს. მაგრამ არის ისეთი სოფლებიც, სადაც მხოლოდ აზერბაიჯანლები ცხოვრობენ. მათი ბავშვები აზერბაიჯანულ სკოლებში დადიან, სადაც სწავლა 4 წელიწადს გრძელდება. მათი შემდგომი ბედი სრულიად გაურკვეველია. ქართულ სკოლაში საწვლის გაგრძელება არც ისე ადვილია, მეზობელ ქვეყანაში ამ ასაკში ვერ წახვალ, ჰოდა თაობაც გაუნათლებელი იზრდება. გოგოებს ათხოვებენ, როგორც კი 14 წლის ხდებიან, ბიჭები კი იზრდებიან და სამსახურის საშოვნელად ბაქოში ან რუსეთში მიდიან.

ასეთ ოჯახებთან, კერძოდ კი ბავშვებთან მუშაობა ორგანიზაცია „პატრიოტის" ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. შემდგომ სამომავლო გეგმებზე ჩვენ ახალი საზოგადოების თავმჯდომარე ბატონ იუსუფოვს ვესაუბრეთ.

-რა სახსრებით არსებობთ?

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100