RSS
на русском en in english
29.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სერჟანტი გლუხოვი – უნებლიე დევნილია?

19.03.2009  |  09:27

0/3/2/2032.jpegრუსული არმიის უმცროსმა სერჟანტმა ალექსანდრ გლუხოვმა, საქართველოს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. ამ საკითხის განხილვის დასრულებამდე ის არ გადაეცემა რუსულ მხარეს, განუცხადა დღეს „რია ნოვოსტის" შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შოთა უტიაშვილმა.

„სერჟანტ გლუხოვის საქმე" ამ ბოლო დროს თბილისსა და მოსკოვს შორის ნამდვილი პროპაგანდისტული ომის თემა გახდა. რადაგან, საქართველოს ტერიტორიაზე გლუხოვის ნებაყოფლობით გადმოსვლის შესახებ, ქართული მხარის ყველა არგუმენტი, ერთი მარტივი ფაქტით იმსხვრევა: „დევნილი სერჟანტის" დედამ საკუთარ შვილთან შეხვედრა ჯერაც ვერ მოახერხა.

„იტარ-ტასსის" ცნობით, სახმელეთო ჯარების მთავარსარდლის თანაშემწემ, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა:" საქართველოში დაკავებული უმცროსი სერჟანტის, ალექსანდრ გლუხოვის დედასთან შეხვედრა არ მოხდა იმიტომ, რომ ქართული სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებმა მისი შვილი ერედვში შეხვედრაზე არ მიიყვანეს".

საქართველოს შსს, თავის მხრივ, გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დედამ ვერ ნახა შვილი,რადგან რუსი სამხედროები მას „შვილთან შესახვედრად ცხინვალიდან თბილისში ჩამოსვლის" უფლებას არ აძლევენ.

სახელმწიფოებრივთან შედარებით, ასეთ უმნიშვნელო საკითხზეც კი, როგორიც ორი ახლობელი ადამიანის შეხვედრაა, რუსულმა და ქართულმა მხარეებმა მოლაპარაკება ვერ შეძლეს. პირველი აცხადებს, რომ გალინა გლუხოვას ეშინია თბილისში ჩასვლა, ამიტომაც ითხოვა, სამხრეთ ოსეთთან ახლოს დაენიშნათ შეხვედრის ადგილი. თუმცა თავად ალექსანდრემ „რუსთავი-2"-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სურვილი აქვს, ნახოს დედა თბილისში. „ცხინვალში მე არ წავალ, რადგან იქ არ არის უსაფრთხო", - ჯარისკაცის ციტირებას ახდენს ქართული მრავალრიცხოვანი მედია.

რუსული მხარე ამტკიცებდა, რომ ქართველი თანამდებობის პირები ეწინააღმდეგებიან სერჟანტი გლუხოვის დაბრუნებას, რითიც უბიძგებენ მას სისხლის სამართლით დასჯადი ქმედებისაკენ, ანუ დეზერტირობისაკენ. როგორც NEWSru.com იტყობინება, რუსეთის სახმელეთო ჯარების მთავარსარდლის თანაშემწის, იგორ კონაშენკოვის სიტყვებით, ალექსანდრეს მიმართ სამხედრო ნაწილის მეთაურების მხრიდან „არანაირი პრეტენზია არ არსებობს": ის „მსახურობის მთელი პერიოდის განმავლობაში კეთილსინდისიერად ეკიდებოდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას". კონაშენკოვმა განაცხადა, რომ გლუხოვი უნდა დაბრუნდეს თავის ქვედანაყოფში და გააგრძელოს სამსახური.

რაც შეეხება გლუხოვის „დეზერტირობას", რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ჯერ თქვეს, რომ ის დაიჭირეს საქართველოს სპერცსამსახურებმა და გადაიყვანეს თბილისში, სადაც მასზე მორალურ და ფიზიკურ ზეწოლას ანხორციელებდნენ. შემდგომ ოფიციალური ვერსია არაერთგზის შეიცვალა, ბოლო მომენტამდე თავდაცვის სამნისტროს გარკვეული პოზიცია გლუხოვის ბედთან დაკავშირებით არ ჰქონდა. ახლა სიტუაცია ისევ შეიცვალა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100