RSS
на русском en in english
29.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სოხუმი და ცხინვალი სამომავლო გეგმებს სახავენ

19.03.2009  |  16:03

0/4/2/2042.jpegრუსეთი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს 2009 წელს 5 მილიარდ რუბლზე მეტს გამოუყოფს. 17 მარტს ქვეყნებმა შესაბამის უწყებათაშორის შეთანხმებებს მოაწერეს ხელი.

სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებითვის ფინანსური დახმარების შესახებ ინფორმაცია რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ ოფიციალური პრეს-რელიზით გაავრცელა. აფხაზეთი მიიღებს 2,36 მილიარდ რუბლს, სამხრეთ ოსეთი კი - 2,8 მილიარდს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნაჩვენები თანხები რესპუბლიკებში გაიგზავნება სოციალური მნიშვნელობის მიზნებისთვის: საბიუჯეტო სფეროს მომსახურეთა ხელფასებისთვის, დახმარება ბავშვებისთვის, პენსიებისთვის, სტიპენდიებისთვის, საკვებისა და მედიკამენტებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, რუსეთის ბიუჯეტის ხარჯი ამ წელიწადში შემცირებულია, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დახმარების მოცულობა ცვლილებების გარეშე რჩება.

ამასთან ერთად, ცხინვალი, აგვისტოს მოვლენების შედეგად დაზარალებული საცხოვრებელი სახლების აღდგენისათვის, სოციალური დანიშნულების ობიექტებისათვის და საცხოვრებელ-კომუნალური მეურნეობისთვის მოსკოვისგან დამატებით 7 მილიარდს მიიღებს.ნახევარი მილიარდი, შეგახსენებთ, რესპუბლიკამ უკვე მიიღო გასულ წელს.

რესპუბლიკებსა და რუსეთის ფინანსთა სამინისტროს შორის დადებული შეთანხმების ხელმოწერა ნიშნავს, რომ ცხინვალისთვის და სოხუმისთვის ფინანსური დახმარების გაწვა სახელმწიფოთაშორის დონეზე ხდება. ასე რომ, რესპუბლიკის აღდგენა შეფერხების გარეშე წარიმართება, მისი ტემპები კი, გაიზრდება.

უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის ახლანდელი ფინანსური დონორობის მიუხედავად, სამხრეთ ოსეთი აპირებს, რომ პერსპექტივაში დამოუკიდებლად განვითარდეს. ამასთანავე, ის რუსეთს განიხილავს, როგორც სამომავლო ეკონომიკურ პარტნიორს.

„ჩვენ მოგვიწევს ახლა აღვადგინოთ არა მხოლოდ ის,რაც ხუთდღიანმა ომმა გაანაგდგურა, არამედ 20 წლის ბლოკადის, გენოციდისა და ომის შედეგებიც, - ხაზი გაუსვა „როსიისკაია გაზეტასთან" საუბრისას სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ედუარდ კოკითმა. - დიახ, რუსეთის მონაწილეობის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ დავასრულოთ აღდგენითი სამუშაოები, მაგრამ მუდამ რუსეთის „მდგმური" რესპუბლიკა ვერ ბიქნებით. დიდი პერსპექტივა აქვს სოფლის მეურნეობას, მეღვინეობას, ცოტა უფრო შორეული პერსპექტივაა - ეკოლოგიურ და სამთო-სათხილამურო ტურიზმია განვითარება".

ახალგაზრდა რესპუბლიკის თვითგანვითარებისკენ სწრაფვა არ შეიძლება, არ გვახარებდეს. კოკითმა, ისე, როგორც არავინ სხვამ, იცის თავისი ქვეყნის სუსტი და ძლიერი მხარეები, მისი რესურსები და შესაძლებლობები. რაც მთავარია, შეუძლია მათი ობიექტურად შეფასება. თუ მის სიტყვებს დავუჯერებთ, მომავალში სამხრეთ ოსეთი შეძლებს, არა მხოლოდ უზრუნველყოს საკუთარი თავი „ავტონომიურ რეჟიმში", არამედ მოიზიდოს ინვესტიციებიც. კერძოდ, იმავე ტურიზმში. მითუმეტეს, რომ სსრკ-ს დანგრევასთან ერთად კავკასიის რეკრეაციულმა სფერომ დაკარგა არა მხოლოდ ხარისხი, არამედ რაოდენობაც.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100