RSS
на русском en in english
23.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართვერთველოს აზერბაიჯანელები დაცვას ევროპაში ეძებენ

20.03.2009  |  10:08

0/4/9/2049.jpegმსოფლიოს აზერბაიჯანელთა კონგრესის დელეგაცია საქართველოში ჩამოვიდა, რათა შეძლებისდაგვარად ხელი შეუწყონ მათივე ეროვნების მქონე ადამიანებს, პრობლემების გადაწყვეტაში. ისევე როგორც სომხები, აზერბაიჯანელებიც უჩივიან გაუხმაურებელ შევიწროებასა და დევნას. საქართველოს აზერბაიჯანელთა ნაციონალური ასამბლეის თვაკაცის დაშგინ გულმამედოვის ამასწინანდელ დაპატიმრებაშიც, მათი აზრით პოლიტიკური ქვეტექსი იკითხება.

მსოფლიოს აზერბაიჯანელთა კონგრესის თანა-თავმჯდომარეები საბირა რუსტამხანლი და ფირუდინა ფარვიზნია სახალხო მოძრაობა "გაირიატ"-ის აქტივისტებსა და ბორჩალოს ინტელიგენციას შეხვდნენ. (ასე უწოდებენ ქვემო ქართლს, თურქულენოვანი ხალხები) ვიზიტორების აღიარებით, მათ აქამდეც არაერთგზის სმენიათ, საქართველოში ნაციონალური უმცირესობების შევიწროების შესახებ. ახლა კი, შეეცდებიან მათი ჩივილები ევროპელებამდე მიიტანონ. "მაკ-ი როგორც დიასპორის მსხვილი ორგანიზაცია, აპირებს გაამყაროს კავშირები ბორჩალოსთან, მთავარი მიზანი კი, იქნება იმ პრობლემების საერთაშორისო ორგანიზაციებამდე და ევროპის საბჭომდე მიტანა, რომლებიც აზერბაიჯანელებს ექმნებათ", - საბირა რუსტამხანლის დაპირების ციტირებას ახდენს Day.Az. კონგრესის ლიდერმა აღნიშნა, რომ საქართველოში დემოკრატიული გარდაქმნები ხდება, მაგრამ ეს პროცესი ნაციონალურ უცირესობებსაც უნდა შეეხოს. "არ შეიძლება ორმაგი სტანდარტების გამოყენება",- თვლის ის. ამ კვირაში მსოფლიო აზერბაიჯანელთა კონგრესის წარმომადგენლებს, ქართველ პარლამენტარებთან შეხვედრა და ყველა ამ საკითხის განხილვა სურთ.

საქართველოში ნახევარი მილიონი აზერბაიჯანელი ცხოვრობს, ძირითადად ქვემო ქართლის რაიონში, აღნიშნავს Тrend.Az. ისინი სახლემწიფო ენის შესწავლასთან, ასევე მშობლიურ ენაზე სწავლასთან, მიწის ნაკვეთების მიღებასთან და სახელწიფო ორგანოებში თანამდებობების დაკავებასთან დაკავშირებულ პრობლემებს აწყდებიან. იმ სკოლებშიც კი, რომლებშიც შენარჩუნებულია აზერბაიჯანულ ენაზე სწავლება, როგორც წესი, ქართველ დირექტორებს ნიშნავენ.

საქართველოს აზერბაიჯანელთა ნაციონალური ასამბლეის წევრები მუდმივად ადანაშაულებენ ხელისუფლებას, მათი დიასპორის მიმართ არასამართლიან დამოკიდებულებაში. 2007 წელს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დაშგინ გიულმამედოვმა შეშფოთებულმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანელების მკვლელობასთან დაკავშირებული საქმეები საქართველოში არ იხსნება, ვინაიდან "მათი კვალს პირდაპირ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მივყევართ", აღნიშნავს "კავკაზკი უზელი". და აი დაშგინ გულმამედოვი, სანა-ს თავკაცი, ახლა უკვე ციხეშია.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100