RSS
на русском en in english
17.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სიახლეები ქართული მინდვრებიდან

20.03.2009  |  13:55

მესამე პროგრამისთვის - „100 გადამამუშავებელი საწარმოსთვის", როგორც პრეზიდენტმა თებერვლის შუა რიცხვებში განაცხადა, ხელისუფლება ეძებს ინვესტიციებს. ერთ თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ რადიო „კომერსანტი" სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან უშედეგოდ ელის ინფორმაციას, უკვე დამტკიცებული ობიექტების ან მოზიდული თანხების შესახებ.

სოფლის მეურნეობის აღორძინების სახელმწიფო პროგრამები, ჯერ ვერ ამრთლებს სოფლის მაცხოვრებლების იმედებს. ხელისუფლებას ისღა დარჩენია, საზღვარგარეთიდან ჩამოსულ ფინანსურ დახმარების იმედად იყოს. თურქეთი აპირებს, რომ ერთი მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადოს საქართველოში, მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებასა და გადამუშავებაში. სოფლის მეურნეობის სამინისტროს იაპონიამ უკვე გამოუყო 12 მილიონი აშშ დოლარი. ამ ფულით ფერმერები შეძლებენ შეღავათიან ფასებში შეიძინონ იაპონური ტექნიკა.

ამერიკამ კი, ჯოან ოგონოვსკის საერთაშორისო პროგრამის - „ფერმერი ფერმერს" - ფარგლებში საქართველოში 12 ექსპერტი გამოგზავნა. ისინი კონსულტაციებს გაუწევენ რძის პროდუქტების, ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებლებს. ამერიკელები ასწავლიან, როგორ გაზარდონ შემოსავლები, დანერგონ თანამედროვე ტექნოლოგიები, იშოვონ ფინანსური რესურსები. სოფლის მეურნეობაში კონსულტანტებს მოყვნენ ექსპერტები გაეროდან, იტყობინებოდა საინფორმაციო პორტალი „ბიზნეს საქართველო" მარტის დასაწყისში.

ევროპელების კარნახით, საქართველოში ნიანგების მოშენება გადაწყვიტეს. იდეის რეალიზებას ახდენს ქართულ-გერმანული კომპანია „ჟაკარი". მართალია, ზუგდიდში ახალი ფერმის რენტაბელობისთვის საჭიროა სულ მცირე 500 ქვეწარმავალი, თუმცა ჯერჯერობით ისინი მხოლოდ 50 არიან და ცუდი არ იქნება, რომ მზად იყოს ევროპელი მომხმარებელი, კრიზისი პერიოდში ეგზორიკურ ხორცსა და ტყავზე გაიღოს თანხა.

მაგრამ, ექსტრემალური მეცხოველეობის მომხრეები საქართველოში გაცილებით ნაკლები არიან, ვიდრე სოფლის მეურნეობის ტრადიციული სფეროების გადარჩენისა და აღორძინებისთვის მებრძოლები. ეკლესიამ მოუწოდა ხელისუფლებას, რომ შეინარჩუნოს ვენახები და ადგილობრივი ხორბლის წარმოება. ქვეყნის პარლამენტმა მეჩაიეობის აღორძინება დაიწყო.

რას აკეთებენ თავად სოფლის მაცხოვრებლები? მრავალი მათგანი ქალაქში გამორბის ან ამის გაკეთებას საკუთარი თავისა და თავისი ბავშვების უკეთესი ხვედრისთვის აპირებენ. შეაჩერებს მათ მიხეილ სააკაშვილის დაპირებები, დაჩქარებული გაზიფიკაციისა და გზების შეკეთების შესახებ? უშველის სოფლის აღორძინებას სახელისუფლებო პროგრამები? დრო გვიჩვენებს, ხელისუფლების გულუხვი დაპირებებიდნ, რომელი განხორციელდება რეალურად.

სვეტლანა ბოლოტნიკოვა

 

1 
2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100