RSS
на русском en in english
24.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სიახლეები ქართული მინდვრებიდან

20.03.2009  |  13:55

0/5/4/2054.jpegსამუშაო კვირა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, თბილისთან ახლოს მდებარე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დათვალიერებით დაიწყო. ერთი თვის წინ მან სოფლის მეურნეობა, კრიზისის დროს უმუშევრობასთან ბრძოლის მთავარ ინსტრუმენტად დაასახელა. ხელისუფლებამ ეკონომიკის ამ სფეროში რამდენიმე პროგრამა ჩაუშვა, თუმცა სასურველი იქნებოდა, ცხოვრებაში მათი უფრო წარმატებულად განხორციელება.

16 მარტს მიხეილ სააკაშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ბაკურ კვეზერელთან ერთად თბილისთან ახლოს, სოფელ სართიჭალაში ჩავიდა. მინდვრის საგაზაფხულო სამუშაოებმა სახელმწიფოს მეთაური იმაზე დააფიქრა, რომ საქართველოში ძალიან დიდი მიწის ჰექტრებია უქმად. „თუკი კრიზისის პირობებში თქვენ დაამუშავებთ უფრო მეტ მიწას, ვიდრე ადრე ამუშავებდით, ქალაქის მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება იაფი პროდუქტით, თქვენ კი უმუშევრობის პრობლემა მოგეხსნებათ", - მოითხოვდა გლეხებისგან პრეზიდენტი. სართიჭალის მაცხოვრებლებს ის დაპირდა, რომ დაეხმარება საწვავით, თესლითა და სასუქით.

დანარჩენი გლეხების მეურნეობას მოუწევს , დაკმაყოფილდეს იმ სასუქებით რომლებსაც ქვეყნის ხელისუფლება ყოველწლიურად არიგებს. ამ წელიწადში ასეთ „ჰუმანიტარულ დახმარებას"დაახლოებით მილიონი მეურნეობა იღებს. ყოველი ოჯახისთვის გამოყოფენ 50 კილოგრამ ამონიუმის გვარჯილას. როგორც რადიო „კომერსანტი" იტყობინება, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „რუსთავის აზოტის" კომბინატისგან, მისი შესყიდვის კონტრაქტს უკვე მოაწერა ხელი. გამოცემა აღნიშნავს, რომ სასუქი უკვე გაანაწილეს ქვემო ქართლში და მალე ის სხვა რეგიონამდეც მივა.

სპეციალისტები წერენ, რომ გვარჯილის მრავალრიცხოვანი სახეობებიდან სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეარჩია ის, რომელშიც ყველზე ნაკლებადაა სასრგებლო კალიუმი და ბევრია ნაკლებად ეფექტური თაბაშირი. მაგრამ გლეხებისთვის აღშფოთება ცოდვაა - ნაჩუქარ ცხენს კბილს არ უსინჯავენ. ბოლოს და ბოლოს, როგორც თებერვალში „კახეთის საინფორმაციო ცენტრმა" განაცხადა, სასუქი შეიძლება გადაიყვანო „ფულზე", რასაც აკეთებენ კიდეც ნაკლებად უზრუნველყოფილი კახელები. ამას გარდა, კახელი ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ კრიზისის პირობებში გლეხები იძულებულნი არიან, უიაფესად, მასიურად გაყიდონ თავისი მიწა. ხელისუფლება ამ ინფორმაციას უარყოფს.

საბოლოოდ, კიდევ სამი სამთავრობო პროგრამაა საჭირო სოფლის მეურნეობის ახალი წარმოების შექმნისთვის. ფერმერული მეურნეობის მხარდასაჭერად, ორგანიზაციული კუთხით მიღებული იყო, ეგრეთ წოდებული, „მცირე და საშუალო ბიზნესისი ინკუბირების" პროგრამა. წარმოებისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენას სახელმწიფო „იაფი კრედიტის" პროგრამით აპირებს. სხვადასხვა რეგიონის კერძო ბანკებს გადაეცემათ 20 მილიონი ლარის ოდენობის სახელმწიფო სახსრები და მეწარმეები შეძლებენ, რომ ის დაბალ პროცენტში აიღონ. სხვათა შორის, როდესაც სააკაშვილი პარლამენტის წინაშე ამ იდეის პრეზენტაციას ახდენდა, ის საუბრობდა სოფლებისთვის ამ მილიონების უსასყიდლოდ მიწოდებაზე.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100