RSS
на русском en in english
22.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

აფხაზეთი ამშვიდებს საქართველოს

20.03.2009  |  14:30

0/5/6/2056.jpegაფხაზეთში ამ დღეებში გუნდურ-საშტაბო სამობილიზაციო სწავლებები მიმდინარეობს. ქართულმა მხარემ სახელმწიფო საზღვართან სამხედრო კონტინგენტის განლაგებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა.

17-18 მარტს ჩატარებული სამხედრო სწავლებები აფხაზეთისთვის უკვე მეორეა ამ წელიწადში. სამხედრო მანევრების მიზანია - სამხედრო მმართველობის ორგანოების, შენაერთების, სამხედრო ნაწილების და სამხედრო კომისარიატების მშვიდობიანი რეჟიმიდან საომარ რეჟიმში, სამხედრო მზადყოფნის უმაღლეს ხარისხში თანმიმდევრულად გადაყვანა. მიუხედავად იმისა, რომ სწავლებას გეგმიური ხასიათი აქვს, საქართველოში შეშფოთებას გამოხატავენ, რადგან ფიქრობენ, რომ ამას შეიძლება „პროვოკაციები" მოჰყვეს.

„ქართულმა მხარემ ამ სწავლებებთან დაკავშირებით უკვე გამოთქვა პროტესტი...-რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მდივნის, თემურ იაკობაშვილის ციტირებას ახდენს „ინტერფაქსი". - ადმინისტრაციული საზღვრის მომიჯნავე ტერიტორიებზე აფხაზური შეიარაღებული ძალების ამ რაოდენობით ყოფნა შემაშფოთებელია. პროვოკაციების ალბათობა ძალიან მაღალია, მაგრამ ჩვენ თითქმის გამოვრიცხავთ მის გადაზრდას ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში, რადგან ეს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებული წინააღმდეგობის ტოლფასი იქნება". ამასთან ერთად, იაკობაშვილმა პირობა დადო, რომ ამ სწავლებების შეახებ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც ამცნობს.

თუმცა, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლის ავტორიტეტითაც ასე აპელირებს ქართველი მინისტრი, სულაც არ ერიდებიან სოხუმს - როგორც არ უნდა უნდოდეს ეს თბილისს. ამ დღეებში, აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჯოზეფ სტეფანიდისს შეხვდა. როგორც სამინისტროს პრეს-სამსახურმა გვაცნობა, შამბამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აფხაზთი დაინტერესებულია, რესპუბლიკაში მთავარი საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით გაეროს მისიის შენარჩუნებაში. მეტიც, სოხუმმა შესთავაზა, განაახლონ 2007 წლის ოქტომბერში შეწყვეტილი ოთხმხრივი შეხვედრები გალის რაიონში და მონაწილეთა რიცხვის გაზრდაც კი მოისურვა - გაეროს, აფხაზეთის, რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლებს დაემატოს ევროკავშირის წარმომადგენლებიც. გაუგებარი მიზეზით, იაკობაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი „ფორმატის ასეთი სახით რეანიმირების წინააღმდეგია". მაშინ გაუგებარია, რატომ ლაპარაკობს ქართველი მინისტრი შესაძლო პროვოკაციებზე და ამასთან ერთად, გალის რაიონში შეხვედრების წინააღმდეგ გამოდის.

სოხუმში არა თუ არ იწყინეს იაკობაშვილის პანიკური განწყობა, არამედ პირიქით, საჭიროდ ჩათვალეს, დაემშვიდებინათ უახლოესი მეზობლები.

„მიმდინარე სწავლებები არავისთვის არ წარმოადგენს საშიშროებას, - მოჰყავს „იტარ-ტასს" თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გარი კუპალბას სიტყვები. - შეიარაღებულ ძალებში მსგავსი ღონისძიებები აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს შიდა საკითხებია და უმაღლესი მთვარსარდლის გარდა არავისთან არ თანხმდება.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100