RSS
на русском en in english
23.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სემნების სოხუმური ვოიაჟი

22.03.2009  |  23:33

0/6/6/2066.jpegევროკავშირი ისევ თავისებურად "ელოლიავება" აფხაზეთს. მის ცნობას არ აპირებს, მაგრამ აპირებს მასთან თანამშრომლობას. გუშინ სოხუმი სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, პიტერ სემნებმა მოინახულა.

„ეს ვიზიტი საფუძვლიანი განხილვის აუცილებლობითაა გამოწვეული, რა დამოკიდებულება ექნება ევროკავშირს აფხაზეთისადმი, ევროკავშირის რა მოქმედებები განხორციელებაა შესაძლებელი სხვადასხვა სექტორებში, - სემნების ციტირებას ახდენს რესპუბლიკის მთავრობის პრეს-სამსახური. - ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ მნიშვნელოვან საკითხებში და მე მინდა, რომ ჩემმა თანამშრომლებმა უფრო ხშირად იარონ აფხაზეთში. ამასთან ერთად, ჩვენ გვინდა, მივიღოთ კონკრეტული ინფორმაცია იმაზე, თუ რა პრობლემებს ხვდებიან რესპუბლიკის მაცხოვრებლები. ჩვენ გვინდა, რომ იყოს ურთიერთობის საშუალება. სხვა მხრივ, არის ფორმალური სირთულეები, პრობლემები, რომლებიც უნდა გავაცნობიეროთ და გადავხედოთ". სემნებმა, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ რესპუბლიკის სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირსა და აფხაზეთის შეხედულებებათა სხვადასხვაობამ, ხელი არ უნდა შეუშალოს იმ პროექტების განვითარებას, რომლებიც საერთო ინტერესებშია.

კარგია, რომ სემნები აღიარებს ევროკავშირისა და აფხაზეთის ურთიერთობებში სირთულეების არსებობას. თუმცა მისი ფრაზა - „თანამშრომლობის გაგრძელება" - გარკვეულ დაბნეულობას იწვევს.საიდუმლო არაა, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს არა სოხუმთან, არამედ თბილისთან. ბევრი კითხვებია „ერთობლივ პროექტებთან" დაკავშირებითაც, რომლებზეც შეფარულად მიანიშნა სპეც.წარმომადგენელმა. ცნობილია, რომ აფხაზეთის ყველა საერთაშორისო პროექტი მხოლოდ რუსეთთანაა დაკავშირებული, რომელიც არა მარტო უახლოესი მეზობელია, არამედ რესპუბლიკისთვის უსაფრთხოების გარანტიაცაა. რა პროექტები შეიძლება ჰქონდეს აფხაზეთსა და ევროკავშირს, ძნელი სათქმელია. იმედი ვიქონიოთ, რომ საუბარია ჰუმანიტარულ პროექტებზე, რომლებიც რესპუბლიკას ახლა ძალიან სჭირდება.

„თუ კი არისებობს ჩვენთან მუშაობის სურვილი, ჩვენ - გახსნილი ხალხი ვართ და მზად ვართ, ვისაუბროთ, გადავწყვიტოთ მრავალი საკითხი, - უპასუხა თავის მოსაუბრეს პრეზიდენტმა ბაღაფშმა. - ჩვენ არასოდეს გვიგრძვნია და არც ვიგრძნობთ თავს ევროპის, მსოფლიოს და საერთაშორისო სამართლის გარეთ. ჩვენც ისეთები ვართ, როგორც ყველა დანარჩენი ხალხები და უნდა ვიცხოვროთ საერთაშორისო სამართლის მიხედვით". აფხაზეთის ლიდერის სიტყვებით, აუცილებელია, რომ განცალკევდეს პოლიტიკური და არაპოლიტიკური ხასიათის საკითხები. „ჩვენ სწორედ ასეთი თანამშრომლობა გვინდა, - თქვა მან. - მაგრამ, პრაქტიკულად როგორ განვახორციელოთ ეს იდეა, არ ვიცით, რადგან ჰუმანიტარული ხასიათის საკითხებიც კი, დღეს პოლიტიზირებულია".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100