RSS
на русском en in english
24.09.2017
არხივი სტატიები
სტატიები

თბილისი შეგნებულად ახდენს საზოგადოების დეზინფორმირებას

23.03.2009  |  10:12

0/7/1/2071.jpegსამხრეთ ოსეთში, თებერვლის ბოლოს საქართველოს ორი მოქალაქის დაკავების თემამ კვლავ დაიკავა ღირსეული ადგილი საინფორმაციო ნაკადში. ვრცელდებოდა ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია. საბოლოოდ, გაირკვა, რომ დამნაშავეთა ბედს სასამართლო გადაწყვეტს.

ამ დღეებში, საქართველოდან მოვიდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ყველა ბრალდება მოუხსნა ხსენებულ ორ ქართველს, რომლებიც რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგნოებმა სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისათვის დააკავეს. თუმცა, იმავე მედიის საშულებების ინფორმაციით, დემურ ჭიღლაძე და დავით კაპანაძე ცხინვალის იზოლატორში რჩებიან და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების სამომავალო გეგმებიც უცნობია.

ეს ინფორმაცი უარყო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო კომიტეტმა. „ინტერფაქსი"-ს ინფორმაციით, რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოები აგრძელებენ გამოძიებას დაკავებულებთან დაკავშირებით. სხვათა შორის, უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „ საბრძოლო მასალებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო გამოყენების, გასაღების, შენახვის და გადატანის" მუხლით. ამასთანავე, ჭიღლაძემ და კაპანაძემ ნაწილობრივ აღიარეს თავისი დანაშაული და მისცეს წერილობითი ჩვენებები. ამას გარდა, შსს ახლა ამოწმებს მათ მონაწილეობას ტერაქტებში, რომელსაც ადრე ადგილი ჰქონდათ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.

ქართული წყაროებიდან გამოჟონილი ეს ინფორმაცია საყურადღებოა იმიტომაც, რომ თავიდანვე სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ დემურ ჭიღლაძისა და დავით კაპანაძის პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ დაიწყო. თითქოს და თბილისის მხრიდან ხრიკებს ელოდნენ. წინათგრძნობამ არ უმტყუნათ.

საზღვრის დამრღვევთა დაკავებისთანავე, ცხელ კვალზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თითქოს, სამხრეთ ოსეთის კრიმინალურმა დაჯგუფებამ გაიტაცა ქართველები და მათ გასთავისუფლებლად გამოსასყიდი მოითხოვა. ქართველმა დიპლომატებმა თავი ვერ შეიკავეს ცდუნებისგან, რომ კიდევ ერთხელ არ ეკბინათ მოსკოვისთვის:"ეს ინციდენტი ნათლად აჩვენებს, რომ რუსული ოკუპაციური ძალები ხელს აფარებენ ცხივნალის რეგიონს და მის ტერიტორიაზე გრძელდება დანაშაულებრივი ქმედებები და პროვოკაციები, რომელთა მიზანია - გააძლიეროს დაძაბული სიტუაცია და დააშინოს მოსახლეობა," - ოფიციალური განცხადების ტექსტი მოჰყავს „კავკაზსკი უზელს".

სამხრეთ ოსეთის შსს-ში თბილისის მძვინვარე წამოძახილები მშვიდად მიიღეს და შეატყობინეს, რომ საქართველოს მოქალაქეები საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის არიან დაკავებულები და არანაირ გამოსასყიდ თანხაზე ლაპარაკიც კი, არ შეიძლება.თუმცა, მოგვიანებით დამრღვევთა შესახებ ახალი დაწვრილებითი ფაქტები გახდა ცნობილი. როგორც აღმოჩნდა, მათ თან ჰქონდათ გასული წლის აგვისტოში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეთა მოწმობები, მაგრამ ყველაზე მთავარი - იარაღი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100