RSS
на русском en in english
27.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სააკაშვილი შეიძლება გატყიპონ

23.03.2009  |  13:45

0/7/5/2075.jpegსაქართველოს ხელისუფლებას ფიზიკური ანგარიშსწორება ელის, აფრთხილებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. 9 აპრილს, მასების მოქმედებაზე ვერავინ აიღებს პასუხისმგებლობას. ქართველმა პარლამენტარებმა ყურად იღეს გაფრთხილება და გადაწყვიტეს ფანჯრების გისოსებს მიღმა დამალულიყვნენ.

გასული კვირის ბოლოს, საქართველოს დეპუტატთა კორპუსმა ოპოზიციის კარსმომდგარი საპროტესტო აქციების წინ, უსაფრთხოების ზომები მიიღო. გადაწყვიტეს, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შენობის ფანჯრებისთვის გისოსები დააყენონ. ამის შესახებ სააგენტო GHN-ს ოპოზიციური ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელმა, გია ცაგარეიშვილმა განუცხადა. მისი სიტყვებით, ამის შესახებ 18 მარტს პარლამენტის აპარატმა სპეციალური მითითება გამოსცა. რკინის ცხაურით იქნება დაცული პირველი ორი სართულის ყველა ფანჯარა.

როგორც ჩანს, ჩინოვნიკებს გაახსენდათ „ხავერდოვანი რევოლუცია", რომლის დროსაც დაიკავეს პარლამენტის შენობა. მაგრამ მხოლოდ ისტორიული გამოცდილება არ აიძულებთ დეპუტატებს, დაიმალონ გისოსებს მიღმა. ოპოზიციონერებმა უკვე არაორაზროვნად თქვეს, რომ სახალხო გამოსვლების დროს ქვეყნის ხელისუფლება შეიძლება დაზარალდეს, თანაც ფიზიკურად.

კონფლიქტების დარეგულირების საკითხში საქართველოს ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, გიორგი ხაინდრავამ ურჩია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, დაიმალოს და დაელოდოს სახალხო მღელვარების გადავლას. „მოვუწოდებ სააკაშვილს, 9 აპრილამდე 2-3 დღით ადრე დატოვოს საქართველო", - განაცხადა მან გორში, მიტინგზე გამოსვლისას.

სხვა ოპოზიციონერის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ახლა კი ოპოზიციური მოძრაობა „სამართლიანი საქართველოს" ლიდერის, ზურაბ ნოღაიდელის ინფორმაციით, პრეზიდენტმა უკვე დაგეგმა თბილისიდან გაქცევა. მისი სიტყვებით, სააკაშვილმა გადაწყვიტა, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების დაწყებამდე აჭარაში წავიდეს. „არაფერია, ჩვენ იქაც, აჭარაშიც, გავმართავთ საპროტესტო აქციებს", - შეაშინა ზურაბ ნოღაიდელმა იგი, იუწყება გაზეთი „Vzglyad".

რა თქმა უნდა, პრეზიდენტი შეეცდება თავი დაიცვას არმიით და შინაგანი ჯარით, მაგრამ ოპოზიციას ამით ვერ შეაშინებ. როგორც „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" გენერალურმა მდივანმა, ეკა ბესელიამ განაცხადა, თუკი ხელისუფლება ძალას გამოიყენებს, მაშინ „ჩვენ სახლებში კი არ გავიქცევით, არამედ შევებრძოლებით შიშველი ხელებით". ამ მოძრაობის ლიდერი თავდაცვის ექს-მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილია.

მაგრამ ყველაზე გულწრფელი გაფრთხილება „ნაციონალური ფორუმის" ლიდერის, გუბაზ სანიკიძისგან გაისმა. თუკი სააკაშვილი არ დაემორჩილება საპროტესტო აქციების მონაწილეების მოთხოვნებს, საქართველოს ხელისუფლებას ელის „ფიზიკური განადგურება". „მე არ მინდა, რომ ვიღაცეები მათი დამწვარი გვამებით დარბოდნენ", - პოლიტიკოსის ციტირებას ახდენს „როსბალტი".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100