RSS
на русском en in english
24.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ჯოზეფ ქეის თავგადასავალი მტკვრის სანაპიროზე

23.03.2009  |  16:29

0/8/1/2081.jpegსაქართველოს ანტიკრიზისული საბჭო ცდილობს, გაერკვეს სამშენებლო კომპანია „ნოლას" გაბანკროტებასთან დაკავშირებულ საჩოთირო საკითხში, რომელიც დევნილებისთვის აშენებდა სახლებს. სხვადასხვა მონაცემებით, ფირმას მთლიანად ფლობენ სოფიო მინაშვილი და მისი მეუღლე ჯოზეფ ქეი, რომელიც, განკარგავს რა ბადრი პატარკაციშვილის ქონებას, სუფთა სინდისით მიემგზავრება ლონდონში.

ანტიკრიზისული საბჭოს 19 მარტის დღის განრიგი უჩვეულო იყო. მის დისკუსიებში მონაწილეობას იღებდნენ ფინანსთა მინისტრი და ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი. მათი გამოძახება დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ მოითხოვა. 13 მარტს, ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ მათ უნდა განმარტონ სამშენებლო კომპანია „ნოლასთან" დაკავშირებული სიტუაცია, რომელსაც იმ მშენებლების ვალი აქვს, რომლებიც დევნილებისთვის სახლებს აშენებდნენ.

ანტიკრიზისულმა საბჭომ ადრეც გამოიჩინა ინტერესი იძულებით გადასახლებულების პრობლემებთან დაკავშირებით. მაგალითად, 11 მარტს, „ხალიჩაზე გამოიყვანეს" დევნილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი, რომელსაც უსაყვედურეს ჰუმანიტარული დახმარების არათანაბარი განაწილებისათვის.

18 მარტს კი საბჭო გაეცნო საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სპეციალისტების დასკვნებს, რომლებიც სწავლობდნენ ქვეყნის სხადასხვა რეგიონში ჩასახლებული 20 ათასი დევნილის საცხოვრებელ პირობებს. „პრობლემა მრავალგვარია - ცუდი საცხოვრებელი პირობები, ბინის უხარისხო რემონტი, ცუდი პროდუქტები, გამათბობელი საშუალებების არქონა, ელექტროენერგიის ხშირი გამორთვა", - განაცხადა სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა.

გასული წლის ბოლოს, მახსოვს, საქართველოს ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ გაზაფხულისთვის „ახალი ტალღის" ყველა დევნილს დაასახლებდა. ამის გამო, საცხოვრებელი ფონდების ნაწილი გარემონტდა კიდეც. კიდევ, 4 თვის განმავლობაში, დაჩქარებულ რეჟიმში, დაახლოებით 4 ათასი სახლი აშენდა. თუმცა ამ შენობების ხარისხი ეჭვს ბადებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ მშენებლობებისთვის ცოტა თანხა არ გამოყოფილა. რამდენიმე ასეულ სახლს მთელი ზამთრის განმავლობაში აშენებდნენ თურქეთისა და გერმანიის ფულით. ამ უკანასკნელმა დევნილების საცხოვრებლებისთვის 8 მილიონი ევრო გამოყო.

ფიქრობდნენ, რომ მშენებლებსაც და დამქირავებლებსაც ეშველათ - მათ აქვთ შეკვეთები კრიზისის პერიოდში! უცებ აღმოჩნდა, რომ ერთი სამშენებლო კომპანია, რომელიც დევნილებისთვის სახლებს აშენებდა, გაკოტრდა. იანვრის ბოლოს რადიო „კომერსანტი" იუწყებოდა, რომ ფირმა „ნოლამ" შეწყვიტა სამუშაოები. ეს კომპანია 1998 წელს დაფუძნდა. მან პირველმა დაიწყო საქართველოში შავი მეტალების იმპორტი, მოგვიანებით კი გააფართოვა მოღვაწეობა და დაიწყო სამშენებლო მასალების ყველა სახეობის შემოტანა.

ბოლო დრომდე ის დაკავებული იყო მშენებლობით და სამონტაჟო სამუშაოებით და მთელი საქართველოსდან ჰქონდა შეკვეთები. კომპანიის შტატები 1000 ერთეულს ითვლიდა. ახლა კი, მისი ოფისი დახურულია და ტელეფონზეც არავინ პასუხობს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100