RSS
на русском en in english
27.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ბაქრაძის პოლიტიკური პიარი

24.03.2009  |  09:15

0/8/8/2088.jpegსაქართველოს თანასწორუფლბიანი ურთიერთობები უნდა რუსეთთან, მაგრამ არა "საკუთარი ერთიანობის ფასად". საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ისაუბრა 19 მარტს ამის და მრავალი სხვა თემის შესახებ.

"თბილისში დაინტერესებულნი არიან ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებით რუსეთთან, ასევე თანამშრომლობით უსაფრთხოების სფეროში,- დავით ბაქრაძის თბილისის უნივერსიეტეტის სტუდენტების წინაშე გამოსვლის ციტირებას ახდენს გაზეთი "ვზგლიადი"- სწორედ კავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეგვიძლია ჩვენ ვითანამშრომლოთ, როგორც ორმა თანასწორუფლებიანმა სახელმწიფომ". ამასთან ერთად ბაქრაძემ აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობები შეუძლებელია, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება. ბაქრაძის აზრით მოსკოვისა და თბილისის კონფრონტაციის მიზეზი, თითქოს და:"რუსეთის ფუნდამენტალური ინტერესი გახლავთ, იმისა რომ საქართველოში იყოს ხელისუფლება, რომელიც გაატარებს და გაითვალისწინებს რუსეთის ინტერესებს, საკუთარი სახელმწიფოებრიობის ფასად".

როგორც ჩანს, ბატონ ბაქრაძეს ლოგიკასთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზე არ აქვს. თავიდან ის საუბრობდა რუსეთთან ერთად კავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და იქვე ბრალს სდებდა მას ქართულ სახლმწიფოებრიობაზე თავდასხმაში. საქართველოს პარლამენტის სპიკერს, როგორც ჩანს დაამახსოვრდა, რომ რუსეთის ჯარები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სწორედ სტაბილურობის შესანარჩუნებლად და თავად ამ რესპუბლიკების თხოვნით იმყოფებიან.

დავით ბაქრაძემ ამას შემდეგაც გააგრძელა თბილისური აგიტაციური პროპაგანდისათვის დამახასითებელი ფრაზების ფრქვევა. "საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს და ერთიანი უნდა იყოს. თუ კი ჩვენ ასე ვთვლით - ჩვენ ვიტყვით კიდევაც ამას, იმისგან დამოუკიდებლად მოეწონება ეს კრემლში ვინმეს თუ არა",- აქვეყნებს მის სიტყვებს "როსბალტი".

ცოტა არ იყოს გაუგებარია, როგორ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული კრემლი, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლა და "ერთობა". სააკაშვილის რეჟიმმა, გასული წლის აგვისტოში თავად მიაყენა გამოუსწორებელი ზიანი, ახლა ასე მწარედ გამოტირებულ "ერთობას". რაც შეეხება იმ ტიპის ლოზუნგებს, როგორიცაა: "საქართველო ნატოში უნდა იყოს", რამდენი ხანი უნდა ისმინოს ეს ქართველმა ხალხმა! და ბოლოს და ბოლოს, სიმართლე რომ ვთქვათ ვის ჭირდება ეს შესვლა? რათქმაუნდა სააკაშვილის და მისი გუნდის გარდა. თავად ნატომაც ხომ, შორეული მომავლისთვის გადადო საქართველოს ნატოში მიღება. ბლოკისთვის ახლა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია დაალაგოს ურთიერთობები რუსეთთან, ვიდრე საკუთარ რიგებში არასტაბილური და შიდა კონფლიქტებით დაფლეთილი საქართველოს მიღება.

ეს კონფლიქტები, ბაქრაძის განცხადებით, მხოლოდ დიალოგის საშუალებით უნდა დალაგდეს."დიალოგით როგორც შიდა პოლიტიკურ ძალებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე დიალოგით ადამიანებთან, რომლებიც დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებული, დროებითი გამყოფის ზოლის იქით ცხოვრობენ"- სთქვა მან და ბაქრაძის აზრით ამგვარი დიალოგისთვის არა მარტო საქართველოა მზად.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100