RSS
на русском en in english
24.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საექსპერტო საბჭო სოხუმში

24.03.2009  |  09:17

0/8/9/2089.jpegსოხუმში ჩატარდა რუსულ-აფხაზური მრგვალი მაგიდა „რესპუბლიკა აფხაზეთი დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ: განვითარების პრობლემები და პერსპექტივები". რუსეთისა და აფხაზეთის წამყვანმა პოლიტოლოგებმა და ეკონომისტებმა, მეცნიერების ცნობილმა მოღვაწეებმა, ასევე აფხაზეთის ხელისუფლების მეთაურებმა წარმოადგინეს სამხრეთ კავკასიის პრობლემების გადაჭრის თავისებური ხედვა.

უკვე დასრულებული მრგვალი მაგიდა არის რუსი და აფხაზი მეცნიერების ასეთ მაღალ დონეზე დაგეგმილი პირველი შეხვედრა. მონაწილეებმა განიხილეს როგორც ძირითადი შიდა პრობლემები, ასევე ახლო მეზობლებთან, განსაკუთრებით საქართველოსთან, ურთიერთობა.

ცალკე თემად, როგორც აფხაზეთის ხელისუფლების პრეს-სამსახური იუწყება, განიხილებოდა გაეროს მისიის ბედი რესპუბლიკაში, ასევე ევროკავშირის პრეტენზია რეგიონში „კრიზისის მმართველის" როლზე.

„ჩვენ გვეუბნებიან, რომ ევროსაბჭო ეძებს კრიზისიდან გამოსავალს,- „ევრაზიული კვლევის ინსტიტუტის" ფილიალის წარმომადგენლის სოკრატე ჯინჟოლიას ციტირებას ახდენს „როსბალტი".- რომელ გზებს? მათ მხოლოდ ერთი გზა აქვთ: აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება. სხვა გზების ძებნას ისინი არ აპირებენ. ახლანდელი საქართველო კი ომისკენ სავალ გზას აგრძელებს".

თავისი აფხაზი კოლეგის აზრი განავრცო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომელმა ანდრეი არეშევმა: „საქართველოს მიერ გამოცხადებული სამხედრო ბიუჯეტი შეადგენს დაახლოებით 500 მილიონ დოლარს. ეს, რა თქმა უნდა, ისეთი ასტრონომიული ციფრი არ არის როგორც გასულ წელს, მაგრამ მაინც საკმაოდ საგულისხმოა. თანაც არ არის გამორიცხული, რომ საქართველოში ამერიკის ჯარის ჩამოწერილი შეიარაღება ჩავიდეს. ამგვარად, შეიარაღებული პროვოკაციის საფრთხე არსებობს."

სწორედ ამით ხსნიან პოლიტოლოგები აფხაზეთის დაძაბულ დამოკიდებულებას ამერიკისა და ევროკავშირისადმი, რომელიც, სხვათა შორის, ამ ბოლო დროს იმხელა ყურადღებას უთმობს სოხუმს, რამხელაც თავისი არსებობის განავლობაში არასოდეს გამოუხატავს. აფხაზების უნდობლობას ვაშინგტონიც იწვევს, რომელიც, არეშევის აზრით, ამჟღავნებს „ევროსაბჭოსთან უფრო კონსოლიდირებულ პოზიციას აფხაზეთთან დაკავშირებით", ვიდრე ბუშის დროს. თუმცა, უკანასკნელ დროს მიდმინარეობს რუსულ-ამერიკული ურთიერთობების „გადატვირთვა", რომელმაც თავისი კორექტივები შეიტანა ამერიკული ადმინისტრაციის საქართველოსადმი განწყობაში. თუმცა, ამერიკა სულაც არ აპირებს საქართველოს მხარდაჭერაზე უარის თქმას.

უფრო სავარაუდოა, რომ საუბარია პრიორიტეტების ცვლილებაზე. როგორც აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა აცხადებს, „ახლა ამერიკელებისთვის მთავარი ავღანეთია.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100