RSS
на русском en in english
17.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

დორა ბაკოიანნი კომპრომისის ძიებაში

24.03.2009  |  17:22

1/0/4/2104.jpegეუთოს თავმჯდომარე დორა ბაკოიანი სამუშაო ვიზიტით 23 მარტს თბილისს ესტუმრა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან თემურ იაკობაშვილთან შეხვედრაზე მან განიხილა რეგიონში ორგანიზაციის მისიის მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა.

„მინისტრ ვაშაძესთან ერთად მე განვიხილე ეუთოს მანდატის გაგრძელების ყველა ინიციატივა. ეს დიალოგი იყო კონსტრუქტიული და ქართულმა მხარემ მაქსიმალური გაგება გამოიჩინა,- აცხადებს ბაკოიანი.- მარტო ევროსაბჭო ვერ დარჩება და არც უნდა დარჩეს საქართველოში, ის ვერ შეცვლის ეუთოს, რადგანაც არ ფლობს დიდ უფლებამოსილებას". ბაკოიანიმ ისიც კი აღნიშნა, რომ მისიის პრობლემის გადაჭრას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობიდან გამომდინარე სთავაზობს.

თავის მხრივ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა: „საქართველო საჭიროებს ეუთოს აქ ყოფნას, რათა მრავალმხრივი ძალისხმევით მოხერხდეს იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც გამოიწვია რუსეთის მხრიდან წამოსულმა აგრესიამ და კონფლიქტური რეგიონების ოკუპაციამ,- მისი სიტყვები მოჰყავს Civil.ge-ს.- საბერძნეთს კარგად აქვს მოფიქრებული კომპრომისის მიღწევის გზები და ქართული მხარე მათ ყველანაირად დაუჭერს მხარს".

კონკრეტულად რა „გზები" აქვს მოფიქრებული საბერძნეთს, ვაშაძემ არ განაცხადა. თუმცა ცნობილია, რომ 21 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან და ამერიკის სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან სატელეფონო საუბარში დორა ბაკოიანიმ განიხილა ეუთოსთან დაკავშირებული საკითხები. ამის შესახებ განაცხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა იორგოს კუმუცაკოსმა. ბერძნულ პრესაში მაშინვე ალაპარაკდნენ ეუთოს საქართველოს მისიის სტატუსის კომპრომისულ გადაწყვეტილებაზე. თუმცა ბაკოიანის თბილისში ვიზიტს ყველა კითხვაზე არ აუხდია ფარდა.

ეუთოს დამკვირვებელთა მანდატი ამ წლის 1 იანვარს ამოიწურა. ახლა საქართველოს ტერიტორიაზე მუშაობს ეუთოს 20 სამხედრო დამკირვებელი, თავად მისია კი აბარგების პროცესშია. სამხრეთ ოსეთის სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებით რუსეთმა უკვე ორჯერ დაადო ვეტო მისიის მანდატის ტექნიკურად გაგრძელებას.

პრობლემის განხილვა უკვე ძალიან გაიწელა. რუსეთი დაჟინებით მოითხოვს თბილისსა და ცხინვალში ორი დამოუკიდებელი მისიის გახსნას, საქართველოს კი საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სურს. ბაკოიანის ვიზიტამდე გრიგოლ ვაშაძე ასეთ კომენტარს უკეთებდა შექმნილ სიტუაციას:

„ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვაქვს ოპტიმისტურ ხასიათზე ყოფნის საფუძველი, რადგან ეუთოს ბედი საქართველოში ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი,- გადმოსცემს „როსბალტი".- რუსეთს ამ საკითხთან დაკავშირებით ისევ მკაცრი პოზიცია უჭირავს, მიუხედავად იმისა, რომ ეუთო საბერძნეთის ლიდერობით უკვე რამდენჯერმე გამოვიდა კარგად მოფიქრებული კომპრომისული წინადადებებით. ჩვენ ვერაფრით მოვახერხეთ რუსული გადაწყვეტილების შერყევა".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100