RSS
на русском en in english
29.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ორი შეხედულება ჯავახეთის პრობლემებზე

25.03.2009  |  21:06

1/1/9/2119.jpegსაქართველოს რეგიონის ჯავახეთის სომხებს, ეროვნული პრობლემების მოგვარებაში, ერევნის დახარების იმედი უკვე აღარ აქვთ. მათ ვერ იპოვნეს თანაგრძნობა და გაგება თანამოძმეებთან. სომხეთში თვლიან, რომ ქართველი სომხების მთელი უბდურება მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკურ სიბრტყეზეა. ამიტომ, ჯავახეთის აქტივისტებმა კვლავ, უკვე მერამდენედ მიმართეს საქართველოს ხელისუფლებას, პუნქტობრივად გაწერილი პრეტენზიებით.

ჯავახეთის ოთხი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია - "ვირიუ", კავშირი "აკუნიუ", მოძრაობა "ჯახიუ" და ინტელიგენტთა კავშირი - იძულებულნი არიან, კიდევ ერთხელ შეახსენონ საქართველოს ხელისუფლებას თავიანთი პრობლემების შესახებ. სწორედ მათ გადაწყვეტილებებზეა "დამოკიდებული ჯავახეთში სომხური მოსახლეობის მომავალი არსებობა და ქართულ-სომხური მეგობრობის გაძლიერება", - აღნიშნავენ აქტივისტები. სომხურმა ორგანიზაციებმა თბილისს ათი მოთხოვნა წამოუყენეს: ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისთვის უფრო ფართო უფლებამოსილებების მინიჭება; სომხური ენისათვის რეგიონული სტატუსის მინიჭება; ადამიანთა უფლებების უზრუნველყოფა; რეგიონის დემოგრაფიული მდგომარეობის შენაჩუნება; ჯავახეთისა და სომხეთის ურთიერთობებში წინააღმდეგობების მოხსნა; აქტივისტების დევნის შეწყვეტა; ქართულ-სომხური საზღვრის გადაკვეთის დროს ხელისშემშლელი პირობების გამოსწორება; სომხური კულტურული თავისებურებების გათვალისწინებით განათლების სისტემის კორექტირება; სომხური კულტურის შენარჩუნებისთვის ღონისძიებების რეალიზაცია; რეგიონში საინვესტიციო მოღვაწეობის სტიმულირებისათვის კანონების შემუშავება;

საკუთარი დიასპორის ბედის გამო ქართველი სომხების შეშფოთება, გასაგებია. ამისთვის მიზეზები საკმარისია.მაგალითად, ჯავახი პოლიტპატიმრის, ვააგნ ჩახალიანის სიტუაცია. დაპატიმრებამდე ის იმ სომხური ეკლესიების დასაცავდ გამოდიოდა, რომლებზეც საქართველოს საპატრიარქო აცხადებს პრეტენზიას. მის საქმესთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი მრავალი კანონდარღვევით მიმდინარეობს. რამდენიმე დღის წინ, როგორც გაზეთი Armenian Daily იტყობინებოდა, შეეცადნენ, ჩახალიანისთვის კოლონიაში პროვოკაცია მოეწყოთ, რათა დაკავებულზე უარყოფითი დახაიათება ჰქონოდათ.

თბილისისი ნაციონალური პოლიტიკის კიდევ ერთი მაგალითია ადგილობრივი სომხების "გაქართველების" პრაქტიკა. როგორც საინფორმაციო ცენტრის "მიტიუს" ექსპერტი, არმინე სიმონიანი წერს, ჯავახებს კონკრეტული თანხის გადახდის ფასად სთავაზობენ, არქივებში მათი ქართული ფესვების "მონახვას" და გვარების "იან" დაბოლოების უფრო შესაფერისი "შვილით" ან "ძეთი" შეცვლას. " ასიმილაციის პოლიტიკაში ქართული ხელისუფლება არაფრის წინაშე უკან არ იხევს, იყენებენ რა ფსიქოლოგიური, ფიზიკური და მატერიალური შანტაჟის ყველა ხერხს", - აღნიშნავს ის.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100