RSS
на русском en in english
27.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სტუმრად ქართულ ოჯახში

25.03.2009  |  21:11

1/2/3/2123.jpegმოსკოვში, ნაციონალობათა სახლში ჩატარდა საღამო - "სტუმრად ქართულ ოჯახში". პირველად, დიდი ხნის შემდეგ, შეკრებილები განიხილავდნენ არა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობათა პერიპეტიებს არამედ, საუბრობდნენ ყველა ქართველისათვის წმინდათაწმინდა - ოჯახზე.

ოჯახური საქმეების ნორმალურად წარმართვა ზოგჯერ უფრო რთულია, ვიდრე პროვინციის მართვა. - ძველი რომაელი პოლიტიკოსის ამ სიტყვებს აქტუალობა 21-ე საუკუნეშიც არ დაუკარგავს. ჰიმნევსი მთელს მსოფლიოში თმობს პოზიციებს. ამასთანავე, სწორედ საქართველოში, რომელმაც რთული დრო გამოიარა, მან შეიძლება ნახოს თავისი სავანე. აქ დარწმუნებულები არიან, რომ ოჯახი - წყნარი ყურეა, რომელიც გიცავს ცხოვრებისეული ქარიშხლებისაგან. ამის შესახებ საუბრობდნენ რუსეთში საქართველოს კავშირის წარმომადგენლები, საღამოს ორგანიზატორები, რომელიც პროექტის - "სხვადასხვა ნაციონალობის მოსკოვური ოჯახები"-ის ფარგლებში გაიმართა.

კავშირის პრეზიდენტმა მიხეილ ხუბუტიამ (ფოტოზე) შეახსენა, რომ ძველ კეთილ დროში ნებისმიერი ოჯახისთვის პრესტიჟული იყო, მიეღოთ ოჯახში განათლებული რძალი. ამიტომ, ქართველო გოგოს მზითვებში შოთა რუსთაველის პოემას, "ვეფხის ტყაოსანს" ატანდნენ. მე-18 საუკუნეში მზითვში აუცილებლად ატანდნენ ჭადრაკსაც. შეიძლება ამიტომაც, მე-20 საუკუნეში მსოფლიო დაიპყრეს ქართველმა მოჭადრკეებმა. საკუთარ ოჯახებსა და იქ შემონახულ ეროვნულ ტრადიციებზე ესაუბრებოდნენ სტუმრებს, რუსეთში ქართველების კავშირის ვიცე-პრეზიდენტი სევერიან ცაგარეიშვილი და ნოდარ მეძმარიაშვილი, კინომცოდნე კორა წერეთელი, ლიტერატურათმცოდნე ირინა ბაგრატიონ-მუხრანელი.

1/2/0/2120.jpeg1/2/1/2121.jpeg1/2/2/2122.jpeg

რით განსხვავდება ქართული ოჯახი, სხვა დანარჩენებისაგან? ქართულ ოჯახში დღესაც ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს რამოდენიმე თაობა. კიდევ რამდენიმე ათეული შორეული ნათესვი, რომლებსაც შეუძლიათ სტუმრად მოსვლა და საცხოვრებლად დარჩენა რამდენიმე წლით. მახსენდება ერთ-ერთი ქართველი მწერლის მეუღლესთან საუბარი, რომელიც წარმოშობით ფრანგი იყო."მე ცოლად გავყევი მას და არა ჩემს დედამთილს, მის დებს და გურიის მთელს სოფელს", - წუხდა ის. რას იზამ, ხშირად ღირსება - ნაკლის გაგრძელებაა: ხმაურიან ქართულ ოჯახში ვერ განმარტოვდებით. ჭირსა თუ ლხინში მარტო არ დარჩებით. მხარში ამოგიდგებიან მორალურადაც და მატერიალურადაც.

საქართველოში ძველი დროიდან არსებობდა "საგვარეულოს შეერთების", ანუ გვარების შეერთების გაგება. საპატარძლოს ირჩევდნენ იმის მიხედვით, თუ რომელ გვრას ეკუთვნოდა იგი. დრო შეიცვალა, მაგრამ ტრადციები დარჩა. იმისათვის, რომ სრულუფლებიანი დიასახლისი გახდეს, პატარძალი უნდა მოეწონოს ოჯახის ყველა წევრს. საქართველოში ქალი და მისი მდომარეობაც აღიქმება უნიკალურად და არაერთაზროვნად. ერთი მხრივ, აქ არის ქალის კულტი - ამაღლებული და რომანტიკის შარავანდედით მოსილი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100