RSS
на русском en in english
22.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

აფხაზეთს ახალი პარტნიორი გამოუჩნდა

26.03.2009  |  12:08

1/3/4/2134.jpegაფხაზეთის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში 23 მარტს სოჭში ბელორუსიის ლიდერს, ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა. სახელმწიფოს მეთაურებმა განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები.

"ჩვენ რუსეთის პრეზიდენტთან ერთად უკვე განვიხილეთ პრობლემები, რომლებიც აქ, ამ რეგიონში ეკონომიკის დარგშია და ბელორუსიას ეხება". - ლუკაშენკოს ციტირებას ახდენს აფხაზეთის მთავრობის პრეს-სამსახური. სასაუბრო თემები ბევრია. უპირველეს ყოვლისა სამეურნეო. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ საქმე ხომ უფრო იმატებს. ჩვენ მოხარული ვიქნებით,თუკი ბელორუსიის მონაწილეობით გადავწყვეტთ ამ რეგიონში არსებულ პრობლემებს".

სერგეი ბაღაფშმა გამოხატა მზადყოფნა, "მჭიდროდ ითანამშრომლოს" ბელორუსიასთან ეკონომიკის დარგში. აფხაზეთის პრეზიდენტის სიტყვებით, ამ წელს სოხუმი დაინტერესებულია ავტომობილ "მაზის" დიდი პარტის შეძენით. "ჩვენ მზად ვართ, ვიყიდოთ ის ერთ მილიარდ რუსული რუბლად. დღეს ჩვენ შეგვიძლია, თავს ამის უფლება მივცეთ. ჩვენ ვიმუშავებთ ბელორუსიასთან. ჩვენთვის ეს ხელსაყრელია და ეს - ხარისხიანი ტექნიკაა", - დაასკვნა აფხაზეთის ლიდერმა.

ავტომობილების მიწოდებასთან ერთად ბაღაფშმა და ლუკაშენკომ განიხილეს თანამშრომლობა ტურისტულ და კულტურულ სფეროებში. ამგვარად, ქვეყნები მიდიან დაახლოებისკენ. მაღალ დონეზე შეხვედრა და მომავალი გეგმების განხილვა კი იმაზე მეტყველებს, რომ დაახლოება გაგრძელდება. ამასთანავე, მნიშვნელოვან შუამავლად გვევლინება რუსეთი, რადგან ფული, რომელსაც აფხზეთი ბელორუსიას სატვირთო მანქანებში გადაუხდის, სწორედ რომ რუსეთისაა. აი, გამოდის ფინანსური ნაკადის სამმხრივი ცირკულაცია.

რას შეიძლება ნიშნავდეს სოხუმისთვის ბელორუსიის ლიდერის ეს ჟესტი? რესპუბლიკა ახალგაზრდაა, საგარეო პოლიტიკური კონტაქტები ჯერჯერობით ცოტა აქვს. აფხაზეთს ჯერჯერობით არ შეუძლია თავი მოიწონოს ფართო ეკონომიკური კავშირებითაც. ამ მომენტისათვის მხოლოდ რუსეთი გამოდის მოკავშირის და საქმიანი პარტნიორის როლში.

ამ დღეებში პრეზიდენტმა ბაღაფშმა განაცხდა, რომ რუსეთის დაფინანსების უმეტესი ნაწილი წავა საგზაო ქსელის აღდგენაზე, ასევე ახალი გზების მშენებლობაზე, რომელიც აფხაზეთს რუსეთთან დააკავშირებს. ამასთან, მან ხაზი გაუსვა: "ეს იმ ტურისტებისა და დამსვენებლებისთვის, რომლებიც რუსეთიდან ჩამოდიან. - მისი სიტყვებს ციტირებას ახდენს "როსბალტი". - რუსებმა უნდა იმგზავრონ კარგი და უსაფრთხო გზებით". ამას გარდა, უკვე მიმდინარეობს ოდესღაც პოპულარული ტურისტული ობიექტების აღდგენა - ბიჭვინთის ტაძარი, ახალი ათონის კომპლექსი და ლიხნის მონასტერი.

ოფიციალური თბილისი გააღიზიანა ბაღაფშის გეგმებმა. იქ მაშინვე დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ რუსეთს სურს აფხაზეთის ინტეგრირება თავის ჩრდილო კავკასიურ რეგიონად.

საქართველოში, როგორც ჩანს, დაავიწყდათ, რომ რუსეთმა პირველმა აღიარა რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და ერთობლივი შეთნხმებების ხელმოწერა ხდება პოლიტიკური დიალოგის მონაწილეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპზე.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100