მთავარი | ანალიტიკა | აზრები | ვიდეო | არქივი |
- „პატრიოტი“ - სეპარატისტი აზერბაიჯანლების წინააღმდეგ 29.05.2013 17:15 თბილისში გამოჩნა ახალი ორგანიზაცია სახელწოდებით „პატრიოტი“. მოსალოდნელია, რომ მასში საქართველოში მცხოვრებ 450 ათას აზერბაიჯანელზე მეტი გაერთიანდება. მათი მიზანი ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირება იქნება. იგი მოახდენს სეპარატისტული განწყობის გაჩენის პრევენციას და გაზრდის აზერბაიჯანლების როლს თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობის საქმეში. ახლადშექმნილი ორგანიზაციის დამაარსებელთა და წევრთა პირველი ყრილობა უკვე შედგა. „კინოს სახლში“ დაახლოებით 500 კაცი შეიკრიბა. ორგანიზაციის თავმჯდომარედ ალახიარ იუსუფოვი აირჩიეს.
- არა“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 29.05.2013 17:10 საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეაქციამ უახლოესი თანამებრძოლების –„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებაზე შიდაპარტიული ცხოვრების პერიპეტიების არმცოდნე ბევრი ადამიანი გააკვირვა. სააკაშვილმა არ დაიცვა მერაბიშვილი, რომელიც ბევრს პრეზიდენტის „მარჯვენა ხელი“ ეგონა. სინამდვილეში, დიდი ხანია, რაც მათ შორის უთანხმოებაა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მალე გაუგებრობა ნაცინალური მოძრაობის ლიდერებს შორის უფრო ღია ხასიათს მიიღებს, რაც, შესაძლოა, პარტიის დაიშალით დასრულდეს.
- რატომ იაფდება საქართველოში დოლარი? 29.05.2013 17:02 ბოლო კვირის მანძილზე ამერიკული ვალუტა საქართველოში საგრძნობლად გაიაფდა. რასთანაა დაკავშირებული დოლარის კურსის ვარდნა? არის თუ არა ეს საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობის რეალური მაჩვენებელი, თუ ეს, უბრალოდ, სურვილია, კურსის ხელოვნური ცვლილების ხარჯზე დემონსტრირება მოხდეს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება სტაბილიზირდება და უმჯობესდება კიდეც?
- ქართველი მუშების მშიერი ყოფა 29.05.2013 16:58 უკვე რამდენიმე დღეა, საქართველოში ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხნის მუშები არიან გაფიცულნი. თუმცა, შიმშილობის გამოცხადების მიუხედავად, საწარმოს ადმინისტრაცია შეუდრეკელია. იგი მიიჩნევს, რომ მუშებს ზურგს უცნობი ძალები უმაგრებენ, რომლებიც მათ არარეალურ და არაადეკვატურ მოთხოვნებს კარნახობენ. ადმინისტრაცია აპირებს, ვაკანტური ადგილების ესახებ გამოაცხადოს, მიიჩნევს რა, რომ ახალი თანამშრომლების აყვანა უფრო იაფი დაუჯდება, ვიდრე ძველი მუშების მოთხოვნების დაკმაყოფილება.
- საქართველო სტიქიას რაკეტებს დაუშენს 23.05.2013 13:25 ის იყო სახელმწიფომ კახელ გლეხებს 2012 წლის სეტყვით დაზიანებული მეურნეობებისთვის კომპენსაცია გადაუხადა, რაც ახალი უბედურება მოხდა. ამჯერადაც კახელებისთვის ესოდენ ”კარგად” ნაცნობმა სტიქიამ იჩინა თავი. მთავრობამ დაითვალა, რომ უფრო ხელსაყრელი ზომების წინასწარ მიღება და სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების გამოყენება იქნება, ვიდრე სტიქიის შედეგების განეიტრალება. მით უმეტეს, რომ ფულადი კომპენსაციის მიღების შემდეგ, ზოგი კახელი ძალიან უცნაურად მოიქცა და თავისი დიდი ხნის ოცნება აისრულა. მაგალითად, ”მერსედესი” იყიდა.
- ვანო მერაბიშვილი დაკავებულია 23.05.2013 13:21 საქართველოში დაკავებულია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელი გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი. იგი ქალაქ ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შენობაში, დაკითხვის დასრულებისთანავე დააკავეს.
ცხინვალი სააკაშვილს ბრალდებებს წამოუყენებს
26.03.2009 | 15:56სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება აპირებს, რომ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გასული წლის აგვისტოში ოსების გენოციდისთვის ბრალდებები წაუყენოს. ამის შესახებ 24 მარტს რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა, თეიმურაზ ხუგაევმა განაცხადა.
„2008 წლის აგვისტოს კონფლიქტში საქართველოს აგრესიის შესახებ, სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში სამხრეთ ოსეთის გენერალურმა პროკურატურამ უკვე აღიარა დაზარალებულად 3500 ადამიანი, - ხუგაევის ციტირებას ახდენს „იტარ-ტასსი". - ყველა დაზარალებული ერთი სისხლის სამართლის საქმეში გადის, რომელიც რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსით „გენოციდის" მუხლითაა აღძრული. ამავე სისხლის სამართლის კოდექსის ჩარჩოებში, შესაძლებელია, გასამართლდეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც".
თეიმურაზ ხუგაევმა ასევე გაიხსენა, რომ აგვისტოს მოვლენების გამოძიების შედეგების შესახებ თავის დასკვნას ევროკავშირის კომისიაც წარმოადგენს. „მათ რომც არ დაასახელონ კონკრეტული ხელმძღვანელები, ნებისმიერ შემთხვევაში ეს დასკვნები აუცილებელი იქნება სამხრეთ ოსეთის გამოძიებისთვის, რომელიც გენოციდის გაჩაღებაში ერთმნიშვნელოვნად პირადად საქართველოს პრეზიდენტს და რამდენიმე სხვა პერსონას ადანაშაულებს. მათთან დაკავშირებით არის კონკრეტული ბრალდებები".
ხუგაევის სიტყვებით, სამხრეთ ოსეთის გენპროკურატურა მჭიდროდ თანამშრომლობს ჰეიდი ტალიავინის კომისიასთან. ესეიგი, ცხინვალი ავსებს დოკუმენტური მასალით ევროპულ დოსიეს. თვითონაც არ იტყვის უარს საბუთებზე, თუკი ამას შესთავაზებს ევროკავშირის კომისია. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის გენ.პროკურორი არ აპირებს მიღწეულით დაკმაყოფილდეს და იმედი აქვს, რომ მომავალში დამნაშავეები სამართლიანად დაისჯებიან.
„საერთოდ, ჩვენი პოზიცია - სამხრეთ ოსეთის მოვლენებთან დაკავშირებით საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნაა. პროცესი, რა თქმა უნდა, ხანგრძლივია და მე ვერ ვიტყვი, იქნება თუ არა ის წარმატებული. მაგრამ ამ მიმართულებით ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ვიმუშაოთ. ადრე თუ გვიან, სააკაშვილი, არა მხოლოდ ოსეთის კანონებით, არამედ საერთაშორისო უფლებების ნორმებით დაისჯება. მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული იმედები ჩვენ გვაქვს. თუკი ევროპული კომისია მომხდარ მოვლენებს სწორ შეფასებას მისცემს, მაშინ, ასეთი ტრიბუნალის შექმნის შანსი იქნება".
მთავარი | ანალიტიკა | ინტერვიუ | სტატიები | ვიდეო | არქივი |
info@georgiatimes.info