RSS
на русском en in english
24.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველოს საზღვარზე ინციდენტები შემცირდება

26.03.2009  |  16:10

1/4/1/2141.jpegსამხრეთ ოსეთმა და რუსეთმა საქართველო - სამხრეთ ოსეთის საზღვრის ერთობლივი დაცვის დოკუმენტი მოამზადეს. ამის შესახებ 24 მარტს რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა.

„საზღვრის პატრულირებისა და ერთობლივი დაცვის დოკუმენტი მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების ჩარჩოებში შეიმუშავეს, რომელსაც ხელი მოაწერეს რუსეთმა და სამხრეთ ოსეთმა, - რესპუბლიკის გენ.პროკურორის, თაიმურაზ ხუგაევის ციტირებას ახდენს „როსიისკაია გაზეტა". - საზღვარი ჯერ არ არის მოწყობილი, მაგრამ უახლოეს ხანში იქ დაიწყება ბლოკ-პოსტების და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ასევე, მზადდება რუსეთის საგამოძიებო ფედერალური ბიუროსა და სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტს შორის ხელშეკრულების ხელმოწერა". რესპუბლიკის გენ.პროკურორის სიტყვებით, ასევე შეიქმნება სასაზღვრო მმართველობა.

ასე რომ, უნდა ველოდოთ, რომ უახლოეს დროში შეთანხმება იურიდიულად გაფორმდება და შევა ძალაში. შეგახსენებთ, რომ შესაბამის განკარგულებას ამ დღეებში რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა მოაწერა ხელი და ხუგაევის სიტყვებს თუ დავეყრდნობით, საზღვრის ერთობლივი დაცვის გაჭიანურებას არ აპირებს არც მოსკოვი და არც ცხინვალი.

ერთი სიტყვით, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზები უკვე ფორმირებულია. ახლა მიდის მათი მოწყობის პროცესი. უფრო მეტიც, როგორც 20 მარტს „იზვესტიას" რუსეთის სახმელეთო ჯარების მთავარსარდალმა, ვლადიმერ ვოლდირევმა განუცხადა:"მეოთხე და მეშვიდე რუსული ბაზები დისლოცირებულები არიან სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ამ წლის ზაფხულში ჩაატარებენ საკვლევ ტაქტიკურ მეცადინეობებს საომარ სროლებში".

ამის პარალელურად, მომავალ წელს დაგეგმილია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არმიების ერთობლივი სწავლებები. რა თქმა უნდა, ცხინვალი და სოხუმი დაინტერესებულები არიან ამ საომარი მანევრებით, რადგანაც არმიის სრულყოფა რესპუბლიკისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხია. თანაც, პირველ რიგში, საკუთარი თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით. რუსეთმა ამ ეტაპზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, ასევე, საზღვრის ერთობლივად დაცვაში დახმარების მზადყოფნა გამოთქვა. მაგრამ მომავალში რესპუბლიკა თავად აპირებს, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს ყოფითი პრობლემები.რაც, რა თქმა უნდა, პატივისცემის ღირსია. თანაც რუსეთის არმიის საკუთარი სრულყოფისაკენ სწრაფვა სულაც არაა უკანასკნელი საკითხი. ახალგაზრდა რესპუბლიკაში არსებული ბაზები კი რუსეთის შეიარაღებული ძალების განვითარებას მისცემენ ახალ ბიძგს.

უკვე ცნობილია, რომ სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა 3,7 ათასს აღწევს. ისინი დისლოცირებულები იქნებიან ცხინვალსა და ჯავაში. ასეთი სერიოზული ციფრი გამოწვეულია იმით, რომ რესპუბლიკის საქართველოს გასწვრივ საზღვარი არის, არც მეტი, არც ნაკლები - 400 კილომეტრი. მითუმეტეს, რომ საზღვარი მშვიდი არაა. იქ სროლის და აფეთქებების ხმა უკანასკნელ ხანებში სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100