RSS
на русском en in english
30.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

„მზე“ „იმედის“ გზას მიჰყვება

28.03.2009  |  18:01

1/6/7/2167.jpegროგორც ქართული მასმედია აქვეყნებს, ტელეკომპანიამ „მზე" მფლობელი შეიცვალა. მმართველი პარტიის დეპუტატმა დავით ბეჟუაშვილმა აქციები, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს მიჰყიდა, რომელიც, როგორც ამბობენ, ნინო ბურჯანაძეს აფინანსებს. სავსებით სავრაუდოა, რომ „მზე" აპრილის მღელვარებების დროს „იმედის" ბედს გაიზიარებს, ტელეარხი 2007 წლის ნოემბერში ქართველმა სპეც-რაზმელებმა დაარბიეს.

დავით ბეჟუაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის გარიგების შესახებ ინფორმაცია გაჩნდა ქართულ გაზეთ „ვერსიაში", აცხადებს რადიო „კომერსანტი". ჟურნალისტებმა ვერ შეძლეს, მიეღოთ ზუსტი ინფორმაცია"ამა ქვეყნის ძლიერთაგან", მაგრამ ტელეკომპანიიდან „მზე" საკუთარი კოლეგების სიტყვები დაიმოწმეს. ტელევიზიის თანამშრომლები იმედოვნებენ, რომ „მძიმე სიტუაცია, რომელიც შექმნილია ტელევიზიის გარშემო, შეიძლება გამოსწორდეს". ივანიშვილი, თვლიან ჟურნალისტები, ასევე აღადგენს „ვარდების რევოლუციის" დროს დახურულ „მეცხრე არხსაც". ის არ იყო გამოკვეთილად ოპოზიციური, მაგრამ, როგორც მედია წერს, ხელისუფლებამ აიძულა ივანიშვილი, გამოსულიყო საინფორმაციო თამაშიდან.

ახლა მილიარდერს შეუძლია, დაბრუნდეს აგიტაციისა და პროპაგანდის ველზე. როგორც ქართული მასმედია აცხადებს, „არხის გენეტრალურ დირექტორად უკვე დამტკიცებულია ირაკლი ტრიპოლსკი, რომელიც საზოგადოებას კარგად ახსოვს საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო ატეხილი სკანდალიდან". „ვერსიის" მონაცემებით, ივანიშვილის მფლობელობაში „მეცხრე არხის" სიხშირე და ლიცენზია 2015 წლამდეა.

ამასთანავე, კომუნიკაციების ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ, კატეგორიულად უარყო „მზის" გაყიდვის ინფორმაცია იმ საფუძვლით, რომ გარიგების მონაწილეებს „სიხშირის გადასაფორმებლად" ამ ორგანიზაციისთვის არ მიუმართავთ. მაგრამ, ჯერ ერთი, მათ ამის გაკეთება მოგვიანებითაც შეუძლიათ და მეორე - „მეცხრე არხის" ახალმა დირექტორმა ტრიპოლსკიმ თავად დაადასტურა საკუთარი დანიშნვა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ არხის ბედი შეიძლება გადაწყდეს უახლოეს ორ თვეში.

რაც შეეხება „მზეს", გასული წლის ივნისში მისმა ხელმძღვანელობამ დახურა ანალიტიკური და საინფორმაციო პროგრამები. ახლა ტელეარხის ძირითადი მაუწყებლობა - სერიალებით, მხატვრული, დოკუმენტური და მულტიპლიკაციური ფილმებით შემოიფარგლება. ასევე ეთერში გადის „უკბილო" გადაცემები ბიზნესზე და კრიმინალური ქრონიკა.

დავით ბეჟუაშვილს აქვს საფუძველი, იყოს ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი. მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის რანგში ის უზრუნველად ცხოვრობს, 600 მილიონიანი ქონებით. ბეჟუაშვილს აქვს რიგი მსხვილი საწარმოები თბილისსა და რუსთავში. ზუსტად ბეჟუაშვილის მედიაიმპერია (ის ფლობს ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საკონტროლო პაკეტსაც) ეხმარება მიხეილ სააკაშვილს, დარჩეს ხელისუფლების სათავეში.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100