RSS
на русском en in english
30.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

მეთიუ ბრაიზას ბლიც–ვიზიტი თბილისში

30.03.2009  |  12:48

1/7/2/2172.jpegიმ დროს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციას შეიარაღებული გადატრიალების მომზადებაში სდებდა ბრალს, რესპუბლიკაში 25 მარტს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა ჩამოვიდა. თბილისში ის შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს - ნინო ბურჯანაძეს და ირაკლი ალასანიას.

„ჩვენ განვიხილეთ საქართველოს პოლიტიკური სიტუაცია 9 აპრილთან დაკავშირებით. - ბრაიზას ციტირებას ახდენს „როსბალტი". - ნონი ბურჯანაძესთან და ირაკლი ალასანიასთან მე დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს. წლების განმავლობაში ჩვენ ერთად ვმუშაობდით, საქართველოში დემოკრატიის მშენებლობისათვის. ორივემ დიდი წვლილი შეიტანა ამ საქმეში. ყველას აქვს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება, მაგრამ აუცილებელია, ავიცილოთ ძალადობა".

ავღნიშნავთ, ამერიკელი დიპლომატი საქართველოს დედაქალაქში გვიან ღამით ჩამოვიდა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბრაიზა არ გეგმავდა ამ ვიზიტს. მაგრამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების უკანასკნელმა მოვლენებმა, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის გრაფიკში ცვლილება მოახდინა. ამერიკიელი დიპლომატის ოპოზიციასთან შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში აშშ-ს ელჩი ჯონ ტეფტი და რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია.

„აშშ-ს უკანასკნელი პერიოდის მოვლენებთან დაკავშიებით ბევრი რეკომენდაცია აქვს, ეს არ არის ჩვენი ქვეყანა - ეს თქვენი ქვეყანაა, ჩვენ მეგობრები ვართ და მხარს ვუჭერთ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, - განაგრძო ბრაიზამ. - მაგრამ ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას და ვიმედოვნებთ, რომ ქართველი ხალხი ხელს შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას და შეძლებს თავისი უფლებების გამოყენებას".

ამერიკელი დიპლომატის გამონათქვამს, მისი ვიზიტის მიზნებისთვის ნათელი არ მოუფენია. როგორც ერთი კვირის წინ, ბრაიზა ახლაც, სიტუაციის ნებისმიერი სახით განვითარებისას დემოკრატიის დაცვაზე საუბრობდა. მართალია, ახლა ის ყურადღებას ამახვილებს არსებული რეჟიმის მოწინააღმდეგეთა ნების მშვიდობიანად გამოხატვაზე.

„აუცილებელია, ჩატარდეს დიდი სამუშაო საარჩევნო კოდექსთან, სასამართლო რეფორმასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით", - განაცხადა ბრაიზამ შეხვედრის დროს. ახლა, როცა ოპოზიცია, მიხეილ სააკაშვილის გადადგომის და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, მთელ ქვეყანაში ფართო მასშტაბიანი საპროტესტო აქციებისთვის ემზადება, ამერიკელი დიპლომატი საუბრობს იმ დოკუმენტებზე, რომლებშიც სამართლიან არჩევნებსა და დამოუკიდებელ სასამართლოზეა ლაპარაკი და როგორც ჩანს, ეს შემთხვევითი არ არის.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში ნამდვილი პოლიტიკური სკანდალი გაჩაღდა. როგორც „ვესტი" იტყობინება, ხელისუფლებამ ოპოზიციური პარტიების „საქართველოს გადარჩენისთვის" და „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ათამდე მომხრე დააკავა. პირველებს ადანაშაულებენ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში, მეორეებს - იარაღის უკანონო შეძენაში.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100