RSS
на русском en in english
29.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართულიდან იაპონურად „თარგმანის სირთულეები“

30.03.2009  |  13:17

1/7/5/2175.jpegაი, თურმე როგორ ხდება ხოლმე! დაველაპარაკე თუ არა ტელეფონზე ჩემს თბილისელ ძველ მეგობარ გურამს, ჩვენი საუბრის შინაარსი მაშინვე ცნობილი გახდა ხელისუფლების ყველაზე მაღალი ინსტანციების დერეფნებში და უფრო მეტიც, მოულოდნელი გაგრძელებაც მოჰყვა. მაგრამ, მოდით, თანმიმდევრობით მოგიყვებით.

როგორც გახსოვთ, კორესპონდენციაში „ზარი თბილისელი მეგობრისგან", მე შევთავაზე გურამს, ერჩია ჯგუფ „სტეფანე და 3G"-ის გოგებისათვის, რომ ჰიტი შეესრულებინათ ინგლისურ ენაზე, მაგრამ მონღოლური ქვეტექსტით. მაგალითად, „მე მიყვარს ჯორჯია და ლასა ტუმბა" (ათქვეფილი ნაღები - მონღ.).

გურამი ჩემს რჩევას დიდ ყურადღებით მოეკიდა და დაიწყო ჰიტის შექმნა ჩემს მიერ ნაკარნახევი ტექსტით. მაგრამ ის მაშინვე შეუსწორეს. სთხოვეს, მონღოლური ქვეტექსტი შეეცვალათ იაპონურით. ეს ასე მოხდა:

მირეკავს გაცხარებული გურამი:

-ეს რა ქენით, ბატონო საშა... მხოლოდ მთელი თბილისი კი არა, მთელი იაპონია დააყენეს ყურებზე... -როგორ, შევძლი მე გამეოცებინა აუღელვებელი სამურაები, ბატონო გურამ, იაპონური მე არ ვიცი. ასე რომ... -თქვენ გინახავთ ფილმი „თარგმანში დაკარგულები"? -არა, მაგრამ გამიგია, რომ ეს კარგი ფილმია. მან „ოსკარიც" კი მიიღო. მაგრამ რა შუაშია აქ ეს ფილმი? -პრინციპში, არც არაფერში. მაგრამ ჩვენმა პატივცემულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ თავის იაპონელ კოლეგას, ხიროფუმი ნაკასონეს სთხოვა, რომ მომავალში ჩვენი პატარა საქართველოსთვის „ჯორჯია" ეწოდებინა. -მოიცადე, გურამ, როგორ შეიძლება ეს? თქვენს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჭაჭით მოიწამლნენ? დაგავიწყდა, როგორი პანიკა ატყდა ამერიკაში გასულ წელს? ( სამხრეთ ოსეთში საომარი მოქმედებების დროს ჯორჯიისა და სხვა ამერიკული შტატების მოსახლეობამ პანიკა ატეხა, რადგან, მოისმინეს რადიოში, რომ „რუსებს თავისი ჯარები ჯორჯიაში შეჰყავთო. საქმე იმაშია, რომ ინგლისურად თარგმნილი სიტყვა „საქართველო" იწერება და იკითხება ისევე, როგორც ამერიკული შტატი - ჯორჯია. ამიტომაც მოხდა მთელი ეს გაუგებრობა). ახლა წარმოიდგინე შენ მთელი ეს „თარგმანის სითულეები", თუკი უცებ იაპონელები დაწერენ რაიმე კრიტიკულს იმ ჯორჯიასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოა. როგორ გაბრაზდებიან იანკები ჯორჯიიდან, რომელიც ამერიკის ერთერთი შტატია. იცი, ინგლისურ ენაზე სიტყვა „შტატი" და „სახელმწიფო" ერთნაირად იწერება. ისედაც, ამერიკელები დღემდე ნაწყენები არიან იაპონელებიზე პიორლ-ჰარბორის გამო, ახლა კიდევ თქვენ, თქვენი ჯორჯიით აბრაზებთ. უფრო მარტიავი არაა, რომ სთხოვოთ იაპონელებს, გადააკეთონ მათთვის რთულად წარმოსათქმელი სიტყვა „გრუზია" „საქარველოდ", თუკი ბატონი მიშიკოსთვის ასე საზიზღარია „გრუზია", როგორც უწოდებდნენ ამ დალოცვილ მხარეს პუშკინი და მაიაკოვსკი, პასტერნაკი და ბიტოვი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100