RSS
на русском en in english
21.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველოს ღვინის მდინარეები ნაკადულებად მცირდებიან

30.03.2009  |  13:26

1/7/6/2176.jpeg„ალიანსი საქართველოსათვის" მომხრეები, კახელი გლეხების სადარდებლით დაინტერესდნენ. ღვინის მწარმოებლები ღელავენ: შეძლებენ გასული წლის პროდუქციის რეალიზებას ახალი მოსავლის დამწიფებამდე? მაგრამ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ პრობლემაზე თვალებს ხუჭავს. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მევენახეობის შველის იმედი, ქართული ალკოჰოლის რუსულ ბაზარზე დაბრუნებით აქვთ.

„ქვეყანაში მევენახეობის განვითარება, რუსული ბაზრის გარეშე შეუძლებელია", - განაცხადა თელავის მოსახლეობასთან შეხვედრაზე (კახეთის რეგიონი, აღმოსავლეთ საქართველო), „ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით გამყრელიძემ. „ხელისუფლება ტყუის, როდესაც ამბობს, რომ რუსული ბაზრის დაკარგვა არ ასახულა საქართველოს ეკონომიკაზე და რომ მონახულია ალტენატიული ბაზრები ევროპასა და ამერიკაში, სადაც იყიდება ქართული ღვინო. ზუსტად რუსული ბაზრის დაკარგვის გამო აიძულებს ხელისუფლება მოსახლეობას, გაჩეხოს ვენახები და ამისთვის ფულსაც იხდიან", - ხაზი გაუსვა პოლიტიკოსმა, რომლის ციტირებასაც ახდენს პორტალი „ბიზნეს საქართველო".

ვენახების მასობრივმა განადგურებამ პატრიარქის, ილია მეორის შეშფოთებაც გამოიწვია, რომელმაც შესთავაზა სახელმწიფოს, აეღო საკუთარ თავზე გლეხების მიერ წარმოებული ღვინის ექსპორტი. ხელისუფლება ცდილობს, ეს პრობლემა საერთაშორისო გამოფენებზე პოპულარიზაციის ყველა შესაძლებელი გზით გადაჭრას. თურქეთთან მოხერხდა მოლაპარაკება, ქართული ღვინის სპეციალიზებული ექსპოზიციის შესახებ, რომელიც ანტალიაში 29 მარტს გაიხსნება.

თურქულ ბაზარზე თბილისი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს. მარტის დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტი ურჩევდა ღვინის მწარმოებლებს, პანიკაში კი არ ჩავარდნილიყვნენ, არამედ მეზობელ ქვეყანაში ექსპორტზე ეზრუნათ. მის კურორტებზე ხომ ისვენებენ რუსები და უკრაინელები, რომლებიც დიდი სიამოვნებით სვამენ მზიურ სასმელს. ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მოლაპარაკებების შემდეგ თურქული მხარე დათანხმდა, 2010 წელს გაზარდოს საქართველოს საექსპორტო კვოტა, რომელიც დაფიქსირებულია „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ" შეთანხმებაში. ახლა ქართველებს აქვთ უფლება, ყოველწლიურად გაიტანონ 400 ათასი ბოთლი ღვინო, თუმცა მაჟამად ნაკლებს აწვდიან.

უკრაინაში კრიზისის გამო ქართულ ღვინოზე მოთხოვნა წელს მკვეთრად შემცირდა. Telavi Wine Cellar (თელავის ღვინის მარანი) განაცხადა, რომ იძულებულია, ამ ქვეყანაში ღვინის ექსპორტი დაახლოებით 10 %-ით შეამციროს. გასულ წელს კომპანიამ იქ ჩაიტანა დაახლოებით 600. 000 ბოთლი ღვინო, გადმოსცემს რადიო „კომერსანტი". მთლიანობაში, ქართული ღვინის უკრაინაში ექსპორტი წელიწადში 4 - 5 მილიონ ბოთლს აღწევს - უფრო მეტს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2008 წელს საქართველომ მთლიანობაში მოახდინა 12 მილიონ 192 ათასი ბოთლი ღვინის ექსპორტი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100