RSS
на русском en in english
23.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველო ცდილობს გაზის სფეროდან ყაზახების გაგდებას

30.03.2009  |  23:14

1/8/6/2186.jpegსაქართველოს მთავრობის პრეტენზიები "თბილ-გაზის" მენეჯმენტთან დაკავშირებით, არ მოეწონა მის ყაზახ მფლობელს - "ყაზტრანს გაზს". უცხოელი ინვესტორი განცხადებას აკეთებს მისი უფლებების დარღვევის შესახებ და სურვილი აქვს თავიდან მოიცილოს პრობლემური აქტივები. თბილისის გაზგამანაწილებელი ქსელი, ექსპერტების აზრით შეიძლება რუსულმა კაპიტალმა შეისყიდოს.

გაზგამანაწილებელი კომპანია "თბილგაზი" (სრული სხელწოდება "ყაზტრანსგაზ - თბილისი), 2006 წლიდან ყაზახ ბიზნესმენებს ეკუთვნის და მისი დავალიანება კრედიტორების წინაშე დღევანდელი დღისთვის 40 მილიონ დოლარს შეადგენს. 16 მარტს საქართველოს მთავრობამ ამ სააქციო საზოგადოებაში საკუთარი დროებითი მმართველი დანიშნა. ამგვარი გარე ჩარევზე "ყაზტრანს გაზ"-მა მტკივნეულად აღიქვა და საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოთი დაემუქრა ხელისუფებას, რათა საკუთარი უფლებები დაიცვას. სახელმწიფო "ყაზმუნაი გაზის" პრეზიდენტმა ("ყაზტრანსგაზის" ერთადერთი აქციონერი) კაირგალდი კაბილდინმა პრესკომფერენციაზე განაცხადა, რომ დავალიანება "თბილგაზს" მანამდე დაუგროვდა, სანამ ყაზახი მფლობელების ხელში გადავიდოდა. ამასთან ერთად ინვესტორმა აღნიშნა, რომ სურს ქართული აქტივების გაყიდვა, თუ კი მას დაუბრუნებენ იმ თანხებს, რაც წარმოების განვითარებაში ჩადო.

პასუხად საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა განაცხადა, რომ "ყაზმუნაი გაზის" ხელმძღვანელს არსწორ ინფორმაციას აწვდიან თბილისის კომპანიაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. სამინისტროს მონაცემებით, დავალიანება საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციის წინაშე სათბობის მიწოდებასთან დაკავშირებით დაგროვდა 2008 წლის სექტემბრიდან - დეკემბრამდე. თანაც ქართველი პარტნიორები ყაზახებს სთავაზობდნენ დავალიანების რესტრუქტურიზაციას, მაგრამ "ყაზტრანს გაზმა" უარი განაცხადა.

რაც შეეხება დროებით მმართველს, ხეთაგურმა კიდევ ერთხელ დააიმედა: რომ ეს არ არის კერძო საკუთრებაზე თავდასხმა. მისი სიტყვენით "თბილგაზის" მენეჯერები საკუთარი მოვალეობების შესრულებას მაშინათვე შეუდგებიან, როგორც კი ეს კომპანია დაფარავს დავალიანებას. თუ კი ყაზახურ კომპანიას აქტივების გაყიდვა სურს, ის რათქმაუნდა თავისუფალია არჩევანში და ხელისუფლება ამაში არ ჩაერევა, განაცხადა მინისტრმა.

ჯერ კიდევ შერმოდგომაზე "ყაზტრანსგაზის" მენეჯმენტმა გამოთქვა სურვილი თბილისური საწარმოს გაყიდვასთან დაკავშირებით. კომპანია ფინანსურ პრობლემებს უჩიოდა, რომელიც ქართველი მომხმარებლის გადაუხდელობით იყო გამოწვეული. ახლა თავად კაირგელდა კაბილდინმა დაადასტურა ეს განზრახვა. თუმცა მან ხაზი გაუსვა იმას, რომ მყიდველმა არა მხოლოდ კომპანიის ღირებულება უნდა გადაიხადოს, რომელიც სამი წლის წინ 12,5 მილიონ დოლარად იყო შესყიდული, არამედ მასში ჩადებული ინვესტიციებიც უნდა აანაზღაუროს.

თბილისის გაზგამანაწილებელი სისტემის რემონტსა და მოდერნიზაციაზე, ასევე გაზის აღმრიცხველი მოწყობილობების შესყიდვასა და დამონტაჟებაზე "ყაზტრანსგაზმა", კომპანიის პრეს-სამსახურის ცნობით, დაახლოებით100 მილიონი დოლარი დახარჯა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100