RSS
на русском en in english
27.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ცხინვალი ფერფლიდან აღსდგება

30.03.2009  |  23:16

რუსეთმა და სამხრეთ ოსეთმა შეათანხმეს ცხინვალში აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მექანიზმები და ვადები. შეთანხმებას მიაღწიეს გასული კვირის ბოლოს რესპუბლიკასთან თანამშრომლობის კომისიის სხდომაზე.

სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელი სხდომაზე იყო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი, ხოლო რუსეთის - რეგიონების განვითარების მინისტრი ვიქტორ ბასარგინი. დიდი ხნის ნანატრი შეხვედრა პროდუქტიული გამოდგა: მოსკოვში შეიქმნება სამხრეთ ოსეთის აღდგენის დირექცია, რომლის წარმომადგენელიც ცხინვალში იქნება, იუწყება „გაზეთი". ხოლო სამხრეთ ოსეთის დედაქალაქში ჩატარებული სამუშაოების „გამჭვირვალობას" გააკონტროლებენ რუსეთის ანგარიშების შემოწმების პალატის თანამშრომლები.

კოკოითიმ და ბასარგინმა ასევე დაამტკიცეს საცხოვრებლების, სოციალური დანიშნულების ობიექტების და საცხოვრებელ-კომუნალური მეურნეობის აღდგენის კომპლექსური გეგმა. საინფორმაციო სააგენტო „ოსინფორმის" ინფორმაციით, ამ წლის განმავლობაში რესპუბლიკაში აღდგება 575 ობიექტი, აქედან 36 არის საგანმანათლებლო დაწესებულება, 19 - ჯანდაცვის და 3 კულტურის ობიექტი.

ამას გარდა, სამხრეთ ოსეთში დიდ ყურადღებას დაუთმობენ ინფრასტრუქტურის უმთავრესი პროექტების განვითარებას: კავშირგაბულობის, ენერგო და გაზმომარაგების, ასევე წყლით უზრუნველყოფის. განხორციელდება მასშტაბური საგზაო მშენებლობა. შეთანხმებულ გეგმაში ცალკე პუნქტად დგას რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის კომპლექსის აღდგენა. სპეციალურად ამ მიზნებისთვის გამოიყო 100 მილიონი რუბლი.

თუმცა, როგორც ვიქტორ ბასარგინმა განაცხადა, მთავარია ხალხისთვის საცხოვრებლების დაბრუნება. „განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დაზიანებული საცხოვრებლების აღდგენას და შედგება ორივე მხარის მიერ შეთანხმებული სია პრიორიტეტული ობიექტებისა. სამხრეთ ოსეთში ამ სამუშაოებით დაკავდებიან ის სამშენებლო კომპანიები რუსეთის რეგიონებიდან, რომლებიც გაიმარჯვებენ ტენდერში". მისი თქმით, სპეციალისტები რუსეთის სამინისტროებიდან და უწყებებიდან, რეგიონის სამინისტროს წარმომადგენლის ლიდერობით, რესპუბლიკაში მუშაობას უკვე 1 აპრილიდან დაიწყებენ. თავდაპირველად მათი მოვალეობა იქნება ხელქვეითების დაფინანსებისთვის დოკუმენტების მომზადება.

ხოლო თავად აღდგენითი სამუშაოები, რესპუბლიკის ბეჭდვითი სიტყვისა და ინფორმაციის მინისტრის ირინა გაგლოევას თქმით, დაიწყება მომავალ თვეში - როდესაც რსპუბლიკაში შევა რუსეთის დაფინანსება.

შეგახსენებთ, რომ 17 მარტს რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამხრეთ ოსეთისთვის 10 მილიარდი რუბლის დახმარების სახით გამოყოფის შესახებ. სწორედ ეს სახსრები გაანაწილეს შეხვედრაზე კოკოითიმ და ბასარგინმა.

ინფრასტრუქტურის განვითარებისა და აღდგენის გარდა გამოყოფილი თანხა გათვალისწინებულია სოციალურ მიზნებზეც: საბიუჯეტო სფეროში მომუშავე ხალხზე, ბავშების დამხრებაზე, პენსიებზე, სტიპენდიებზე, კვებასა და მედიკამენტებზე.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100