RSS
на русском en in english
28.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ბრიუსელი – ოპოზიციის და საქართველოს მთავარი პოლიციელის დიალოგის მომხრეა

31.03.2009  |  14:35

1/9/6/2196.jpegევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებმა საქართველოში თავისი ორდღიანი ვიზიტი შემაჯამებელი პრეს-კონფერენციით დაასრულეს, რომელზეც, გარკვეულწილად, მთავრობასა და ოპოზიციას რეკომენდაციები მისცეს.

მატიას იორშს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ დაიწყოს ოპოზიციის წარმომადგენლებსა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვანო მერაბიშვილს, ან ამ სამინისტროს სხვა ჩინოვნიკებს შორის დიალოგი. მისი სიტყვებით, დიალოგის საგანი უნდა იყოს 9 აპრილს, ოპოზიციის მიერ დაგეგმილი მასშტაბური საპროტესტო აქციის დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფა. იორში თვლის, რომ ასეთი დიალოგის დაწყება ხელს შეუწყობს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ნდობის აღდგენას.

ევროპის საბჭოს მომხსენებელმა პირობა მისცა, რომ ევროსაბჭოში დააყენებს საკითხს, 9 აპრილის აქციაზე საერთაშორისო დამკვირვებლების გაგზავნის შესახებ, მაგრამ აღნიშნა, რომ ამისთვის უნდა განისაზღვროს მისიის ფორმატი, რადგან მსგავს ღონისძიებებზე ევროპის საბჭოს დამკვირვებლები აქამდე არასოდეს გაუგზავნია.მათიას იორშმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ 9 აპრილის აქცია მშვიდობიანად ჩაივლის და ამის შემდეგ ქვეყანაში მდგომარეობა არ გართულდება.

თუმცა კომპრომატების თემა, რომლებსაც ვიდეო და აუდიო ჩანაწერების სახით ფართოდ აქვეყნებდა შსს, იორშის და ისლამის ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის კიდევ ერთი მთავარი თემა იყო. ევროსაბჭოს მომხსენებლები ამ შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე შემოიფარგლნენ სურვილით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება ობიექტურად და გამჭვირვალედ წარიმართება.

ის აგრეთვე შეეხო ევროსაბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის აგვისტოს ომის შემდგომი ვალდებულებების და აღნიშნა, რომ საქართველო, რუსეთისგან განსხვავებით, თავის ვალდებულებებს პატიოსნად ასრულებს.

მატიას იორშის რეკომენდაციები საქართველოს არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ოპოზიციური ძალების უმრავლესობა ვანო მერაბიშვილთან დიალოგს შეუძლებლად და არაგონივრულად მიიჩნევს. ოპოზიცია აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან საუბარი მხოლოდ ერთ თემაზე შეიძლება - მიხეილ სააკაშვილისა და მისი მთავრობის უპირობო გადადგომა.

ოპოზიციის ლიდერების სიტყვებით, მატიას იორშის რეკომენდაციებისადმი ნდობა არ შეიძლება იყოს მაღალი, რადგან ის არის საქართველოში მოქმედი რეჟიმის ერთ-ერთი თანაავტორი და იმ არჩევნების გაყალბების ერთ-ერთი ხელისშემწყობი, რომლებიც ქვეყანაში ბოლო წლებში ტარდებოდა.

„მატიას იორში სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი ლობისტია, მას ეს რეჟიმი და საქართველოში „დემოკრატიის" დონე სავსებით აკმაყოფილებს. ის, რასაც იორში გვთავაზობს, სასაცილოა", - თვლის საქართველოს კონსერვატიული პარტიის ლიდერი, ზვიად ძიძიგური.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100