RSS
на русском en in english
20.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სოხუმის დიპლომატიური თავდასხმა

31.03.2009  |  17:46

2/0/5/2205.jpegსამუშაო ვიზიტით სოხუმში ჩასული გაეროს, ეუთოს და ევროსაბჭოს წარმომადგენლები - იოჰან ვერბეკე, პიერ მორელი და ხარლამპოს ხრისტოპოლუსი- შეხვდნენ აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას, რათა განეხილათ ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი. შეხვედრაზე სოხუმმა თავისი პოზიცია განსაზღვრა: თავდაპირველად საჭიროა გაეროს მისიის ახალი მადატის მიღება, ხოლო ჟენევის კონსულტაციები უნდა გახდეს ამ მანდატის ნაწილი ან მისი თანმხლები მექანიზმი.

გუშინ რესპუბლიკის მთავრობის პრეს-სამსახურმა გაავრცელა სერგეი შამბას განცხადება: „ძალიან მნიშვნელოვანია შეხვედრების ფორმატის მკაფიოდ განსაზღვრა. აფხაზური მხარე მასში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ თანასწორუფლებიანობის საფუძველზე. თუკი ვინმე გადაწყვეტს პლენარული სხდომების ჩვენ გარეშე ჩატარებას, ჩვენ საერთოდ უარს ვიტყვით შეხვედრებზე და არც ერთი შეთანხმება აღარ შესრულდება".

თავის მხრივ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ აუცილებლად თვლიან დიალოგის გაგრძელებას და რეგიონში არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას ჟენევის დისკუსიების ჩარჩოებში, იუწყება „როსბალტი".

ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილე მხარეების სტატუსის შესახებ კითხვა აფხაზურ მხარეს ჯერ კიდევ მეოთხე რაუნდამდე გაუჩნდა. „აფხაზეთი მხარს უჭერს ჟენევის ფორმატით დისკუსიების ჩატარებას, მაგრამ ისინი გათვლილი უნდა იყოს რაღაც გარკვეულ დროზე - პრეზიდენტის სერგეი ბაღაბშის ციტირებას ახდენდა პრეს-სამსახური.- ასევე აუცილებელია ამ პროცესის მონაწილეთა სტატუსის განსაზღვრა, იმიტომ რომ ახლანდელ ფორმატში ჩვენთვის გასაგები ხდება, რომ პერსპექტივები უმნიშვნელოა". პრეზიდენტის თქმით, ჟენევის მოლაპარაკებები არ მოიტანს სარგებელს მანამ, სანამ მოლაპარაკების პროცესის მონაწილეები „წარმოადგენენ საკუთარ თავს, მაგრამ არა ქვეყანას". შესაბამისად, იმ რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებებს, რომლებიც გამომუშავებული იქნება დისკუსიის ჩარჩოებში, არ ექნებათ აუცილებელი ძალა. „თუკი გავითვალისწინებთ, რომ ყველა მოლაპარაკების პროცესმა უნდა მიგვიყვანოს დადებით რეზულტატამდე, მაშინ, რა თქმა უნდა, გასაგები ხდება, თუ რატომ ვერ გაგრძელდება ჟენევის პროცესი დიდხანს",- განაცხადა მაშინ პრეზიდენტმა.

თუმცა, უკანასკნელი რაუნდის დროს მხარეებმა - საქართველომ, რუსეთმა, აფხაზეთმა, სამხრეთ ოსეთმა - შეძლეს გარკვეული რეზულტატების მიღწევა. მიიღეს ჟენევის შეხვედრების ისტორიაში პირველი დოკუმენტი - „წინადადებები ინციდენტებზე რეაგირებისა და მათი აღმოფხვრის ერთობლივი მექანიზმების შესახებ", რომლის მიხედვითაც, იმ სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოს, სახმრეთ ოსეთის და აფხაზეთის უსაფრთხოებაზე, უნდა შეხვდნენ ერთმანეთს ყოველ კვირას და გაცვალონ საზღვარზე არსებული სიტუაციის შესახებ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია. მხარეებმა დათქვეს, რომ საქართველოს სოფელ ერგნეთში გაგზავნიდნენ თავიანთ წარმომადგენლებს შეთანხმებების შესასრულებლად, მაგრამ ბოლო რაუნდის შემდეგ მსგავსი შეხვედრის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100