RSS
на русском en in english
22.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სამხრეთ კავკასიაში ისევ ისმის აფეთქების ხმა

01.04.2009  |  09:50

2/0/8/2208.jpegსაქართველოს, აფხაზეთის და სამხრეთის საზღვრებზე ისევ არაა სიმშვიდე. ერთ დღეს, 29 მარტს, ორი აფეთქების ხმა გაისმა. სასაზღვრო რაიონებში სიტუაცია საგანგაშო რჩება.

შაბათს დილით საქართველოს შსს-მ განაცხადა, რომ სოფელ დვანის რაიონში ნაღმზე აფეთქდა საპატრულო მანქანა. „ მძიმედ დაიჭრა 5 პოლიციელი, მათგან ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა", - განცხადების ტექსტი მოჰყავს „ინტერფაქსს". - იმ მომენტში, როდესაც შემთხვევის ადგილზე მივიდა პოლიციის თანამშრომელთა მეორე ჯგუფი, ამოქმედდა მეორე ნაღმი, რის შედეგადაც დაიჭრა ორი პოლიციელი".

ცხინვალში განაცხადეს, რომ ინციდენტთან არანაირი კავშირი არა აქვთ. როგორც „ინტერფაქსს" სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, იბრაჰიმ გასეევმა განუცხადა:"ინფორმაციას, რომელსაც კიდევ ერთხელ ავრცელებს ქართული მხარე, პროვოკაციული ხასიათი აქვს. მოსაზღვრე ტერიტორიებთან მართლაც გაისმა აფეთქების ხმა, მაგრამ რა მოხდა იქ, ჩვენთვის უცნობია". გასეევის სიტყვებით, აფეთქების ხმა - საქართველოს შიდა საქმეა, მოსაზღვრე ზონაში სიტუაციას კი თვალყურს ევროკავშირის დამკვირვებლები უნდა ადევნებდნენ, რომლებიც იქ სარკოზი - მედვედევის გეგმის მიხედვით იმყოფებიან".

მიუხედავად ამისა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მორიგი განცხადებით გამოვიდა და ყველაფერში მოსკოვი და ცხინვალი დაადანაშაულა. „მაშინ როდესაც საქართველოს მხარე აშშ-სთან, ევროკავშირთან, ეუთოსთან და გაეროსთან ერთად, ძალისხმევას არ იშურებს ჟენევის მოლაპარაკებების დროს შეთანხმებული „ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის" დროულად ასამოქმედებლად და მსგავსი ტერორისტული აქტების თავიდან ასაცილებლად, ცხინვალის ტერორისტული რეჟიმი და რუსეთი არა მხოლოდ აბრკოლებენ აღნიშნული მექანიზნის ამოქმედებას, არამედ აგრძელებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან, ტერორისტული აქტების დაგეგმვას და განხორციელებას", - გადმოსცემენ ქართული მედიის საშუალებები. დასასრულს, თბილისმა სთხოვა საერთაშორისო თანამეგობრობას, მოახდინოს „ადეკვატური რეაგირება კიდევ ერთ, უკიდურესად საშიშ პროვოკაციაზე".

ადეკვატური რეაგირება მოახდინეს რეგიონში მყოფმა დამკვირვებლებმა? როგორც რადიო „თავისუფლება" იტყობინება, რეგიონში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი, ჰანს-იორგ ხაბერი მადვედევი - სარკოზის ხელშეკრულების დარღვევით აღშფოთებული იყო. ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხარლამპოს ხრისტოპულოსმა ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი ინციდენტები ემსახურება დაძაბულობების გაზრდას რეგიონში, სადაც მშვიდობა ამის გარეშეც ძალიან მყიფეა. თუმცა" საკმაოდ მყიფე მშვიდობა", რომლის შესახებაც საუბრობდა ეუთოს ექსპერტი, დარღვეული იყო იმავე დღეს აფხაზეთშიც - იქ აფეთქება მოხდა საზღვართან ახლოს, სოფელ აჩიგვარაში.

ამუშავდა რადიომართვადი ნაღმი. აფეთქება მოხდა მაშინ, როდესაც მაღაზიაში შედიოდნენ სამხედროები. ამიტომ, ინციდენტის ტერორისტული საფუძველი ეჭვს არ იწვევს. საბედნიეროდ, არავინ დაღუპულა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100