RSS
на русском en in english
23.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართული ოპოზიცია ანკესზე არ წამოეგო

01.04.2009  |  09:52

2/0/9/2209.jpegმიხეილ სააკაშვილი ნანობს იმ მეთოდებიოს გამო, რომლის მეშვეობითაც თამაშიდან გაიყვანა ნინო ბურჯანაძე. იარაღის შესყიდვის ჩანაწერების ტრანსლაციას შეეძლო შეეშინებინა ინვესტორები. ამ სიტყვებით დაიწყო პრეზიდენტმა ოპოზიციასთან დიდი ხნის ნანატრი დიალოგი. მაგრამ 9 აპრილის აქციის მომხრეებმა მათ მიმართ ახალ მიდგომაში ახალი სატყუარა დაინახეს.

გასულ კვირას „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს"რიგების შეთხელების დაწყების შემდეგ, შაბათ-კვირას ქვეყნის ხელისუფლებამ ტაქტიკა შეცვალა. ან სპეც-განცხადებით გამოსულ ავტორიტეტულ ექსპერტებს დაუჯერეს, ან ილია მეორის ჩარევის შემდეგ, ღვთის რისხვის შეეშინდათ. მაგრამ უდაოა, პოლიტიკური ოპონენტების მიმართ დისკრედიტაციის კამპანიის შეწყვეტის შესახებ ნინო ბურჯანაძის მოწოდებამ არ აიძულა პარლამენტარები და თავად მიხეილ სააკაშვილი, დალაპარაკებოდა ოპოზიციას, თუნდაც მედიის საშუალებით.

თავიდან დიალოგი დაანონსა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მიხეილ მაჭავარიანმა. თუმცა, მისი სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, საზოგადოების მოთხოვნის შესრულებას და მზის ქვეშ თავისი ადგილის დათმობას ხელისუფლება არ აპირებს. ეს დაადასტურა სპიკერმა დავით ბაქრძემაც, რომელიც გაემგზავრა აშშ-ში, რათა იქაურ ელიტასთან გაჩენილი ბზარი აღადგინოს და სავარაუდოდ, მას ეს ალბათ სააკაშვილის მიერ მოწვეული პოლიტ ტექნოლოგების დახმარებით გამოუვიდა. ყოველ შემთხვევაში, გამარჯვებულის ტონით, თავად მან გაუკეთა კომენტარი თავის ვიზიტს: აშშ-ს მოქმედი ადმინისტრაცია გააგრძელებს საქართველოს ხელისუფლებისა და დემოკრატიზაციის პროცესების, ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მხარდაჭერას.

მაგრამ საპარლამენტო ოპოზიცია, მმართველი უმრავლესობისგან განსხვავებით, გრძნობს ცვლილებების ქარს. "ქრისტიან-დემოკრატებმა" დღეს განაცხადეს, რომ მზად არიან სისტემურ ცვლილებებზე წასასვლელად. როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ, გიორგი ახვლედიანმა განმარტა, აუცილებელია, რომ სერიოზულად გაიმიჯნოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები და ამავე დროს, მაქსიმალურად გაიზარდოს პარლამენტის უფლებები და რადგანაც საქართველო, როგორც პატარა ბავშვის ნებისმიერ საქციელზე, ნებართვას „უფროსებისგან" ითხოვს, ქრისტიან-დემოკრატები გეგმავენ, რომ თავისი წინადადება ჯერ საზღვარგარეთელ დიპლომატებთან განიხილონ. კონსერვტორები კი, 9 აპრილის მოთხოვნების მხარდაჭერით, სრულებით დაეთანხმნენ მოძრაობა „ერთიანი საქართველოსთვის" .

ამავე დროს, მიხეილ სააკაშვილმა გამოხატა თავისი დამოკიდებულება, ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრების დაკავებასთან დაკავშირებით. როგორც შაბათს, აბაშაში ყოფნისას განაცხადა, იარაღით ვაჭრობის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეომასალები აშინებთ ინვესტორებს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100