RSS
на русском en in english
27.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ეუთო ერთ ადგილს ტკეპნის სამხრეთ კავკასიაში

01.04.2009  |  16:37

2/1/7/2217.jpegევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო) არ მიიღო რუსეთის შეთავაზებები სამხრეთ ოსეთში მისიის მანდატის გაგრძელების თაობაზე. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა.

„ჩვენ მომხრეები ვიყავით, რომ ეუთოს მონიტორინგული მუშაობა განხორციელებულიყო საზღვრის ორივე მხარეს, რათა ქართულ-ოსურ საზღვარზე მიმდინარე მოვლენების ფორმირების უფრო ობიექტური სურათი მიგვეღო",- გრიგორი კარასინის ციტირებას ახდენს „იტარ-ტასი". მისი თქმით, ეუთოში რუსულმა დელეგაციამ წამოაყენა წინადადება ამ რაიონში დამკვირვებელთა ორი ჯგუფის შექმნის შესახებ. პირველი - ოცი კაცისგან შემდგარი, გააგრძელებდა თავის საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე, მეორე - რვა კაციანი - იმოქმედებდა ზონებში, რომლებიც საქართველოს სამხრეთ ოსეთის მხრიდან ეკუთვნის.

„მაგრამ ჩვენი ყველა მცდელობა ეუთოს ორი ახალი მისიის სამართლიან და თანაბარ საფუძველზე შექმნის შესახებ მარცხით დასრულდა,- აღნიშნა რუსმა დიპლომატმა. - საქართველომ, ეუთოს მონაწილე დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერით, აშკარა პოლიტიზირებული მიზეზების გამო უარყო ჩვენი კომპრომისული შეთავაზებები."

ეს იყო რეგიონში დამკვირვებელთა მანდატის გაგრძელების მესამე მცდელობა. მანამდე, შეგახსენებთ, რუსეთმა ორჯერ დაადო ვეტო მის ტექნიკურ გაგრძელებას. უკანასკნელ დრომდე, როგორც ცნობილია, მისიას ერქვა „ეუთოს მისია საქართველოში" და თავის საქმიანობას სამხრეთ ოსეთზეც ავრცელებდა. ამასთანავე მისიას ერთი წარმომადგენლობა ჰქონდა - თბილისში. სამხრეთ კავკასიაში საერთაშორისო სამართლის ახალი სუბიექტის გამოვლენისას, რუსული მხარის აზრით, უნდა შეცვლილიყო დამკვირვებლების რეგიონში ყოფნის ფორმატი. თუმცა ეს თბილისის თავგანწირულ წინააღმდეგობას იწვევს. იქ არ უდნათ აგვისტოს შემდგომ რეალიებთან შეგუება. ხოლო ცხინვალში დამოუკიდებელი მისიის გახსნას კი სუვერენიტეტის ცნობას უტოლებენ.

გრიგორი კარასინის აზრით, ეუთოს სურს შეინარჩუნოს რეგიონში ყოფილი, უკვე სუფთა ვირტუალურად ქცეული, რეალიები და სამხრეთ ოსეთში ორგანიზაციის ნებისმიერი საქმიანობა დაუქვემდებაროს თბილისის მისიას.

ახლა ეუთოს დამკვირვებლები სამხრეთ ოსურ მხარეზე არ იმყოფებიან. მაგრამ 30 ივნისამდე ისინი საქართველოშო რჩებიან, ორგანიზაციის მუდმივი საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად. ასეთი „ჩამოჭრილი" ფორმატი, რომელიც გაგრძელებისთანავე განიხილებოდა როგორც დროებითი, უფრო და უფრო მეტ უკმაყოფილებას იწვევს ცხინვალში. ეს არც არის გასაკვირი. ეუთოს წარმომადგენლები არ წყვეტენ იმის გამეორებას, რომ აუცილებელია სამხრეთ ოსეთში მისიის საქმიანობის აღდგენა. თუმცა ხვდებიან მხოლოდ ქართულ ხელისუფლებას და აცხადებენ მანდატის გაგრძელებაზე თბილისის ტერიტორიული პრეტენზიების გათვალისწინებით. მაგალითად, ორგანიზაციის მოქმედი თავმჯდომარე, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დორა ბაკოიანი ჯერ არცერთხელ არ ყოფილა ახალგაზრდა რესპუბლიკაში.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100