RSS
на русском en in english
27.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საერთაშორისო სავალუტო ფონდის თბილისის ოფისი საგანგაშო პროგნოზს აკეთებს

01.04.2009  |  16:45

2/1/8/2218.jpegსაერთაშორისო სავალუტო ფონდის სპეციალისტებმა საქართველოს ხელისუფლება იმ რისკების შესახებ გააფრთხილეს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას ემუქრება. მათ ურჩიეს, რომ ფინანსების ხარჯვაში ორიენტაცია თავდაცვიდან სოციალურ სფეროზე გადაიტანონ. თუმცა, ჩავარდნის შემთხვევაში „მიზეზზე" თბილისელმა ჩინოვნიკებმა უკვე მიანიშნეს.

საქართველოს ეკონომიკას ემუქრება დანგრევის მნიშვნელოვანი რისკი, აფრთხილებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ).

„დარტყმა, რომელიც მიაყენეს მიმდინარე და სუფთა აქტივებს, სავარაუდოდ, იქნება გაცილებით ხანგრძლივი და ძლიერი, ვიდრე ამას თავიდან ელოდნენ", - აღნიშნავენ ფონდის თბილისის ოფისში. ფინანსების სპეციალისტებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს მოქმედებას გადასახადების ტვირთების დაწევასთან დაკავშირებით და ურჩიეს, მეტი ყურადღება მიაქციონ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, ვიდრე უცხოური შეიარაღების ხარჯზე არმიის ხელახლა აღჭურვას. ამას გარდა, დასავლეთის ფინანსისტები უკმაყოფილოები არიან სავალუტო რეზერვების ხარჯზე ლარის კურსის შეკავებით.

ამ გაფრთხილების შემდეგ ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა იაშა მესხიამ კრიზისის პერიოდში საქართველოს ხელისუფლება ოლიმპიური სიმშვიდის გამო გააკრიტიკა. მისი მოსაზრებით, ქვეყანას ელოდება ეკონომიკური ზრდის შემცირება და ინვესტიციების შემოდინების შეჩერება, გადმოსცემენ ქართული მედიის საშუალებები. მესხია თვლის, რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეიმუშაოს მეცნიერულად დასაბუთებული ანტიკრიზისული პროგრამა. და ვიდრე ის არ არსებობს, ეკონომიკური სფეროს მოღვაწეები თავად ეძებენ კრიზისიდან გამოსავლის გზებს. დღეს ცნობილმა ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ ქვეყნის პრეზიდენტს წერილით მიმართა, რომელშიც სთხოვს, რომ გაატაროს ფინანსური ამნისტია. რადიო „კომერსანტთან" ინტერვიუში ის აცხადებს:"დღეს ბიზნესი იხდის იმ ვალებს, რომლებიც 2004 წლამდე დაუგროვდა. საქმეები სასამართლოებში იყო გაგზავნილი. საინტერესოა, რომ ეს დავალიანებები არაა ასახული ბიუჯეტში და ის რეალურად არაფერს კარგავს. ბიზნესისთვის კი ეს პირიქით, დაახლოებით ინვესტიციის მაგვარი რამ გახდება. ზუსტად ამიტომაა საჭირო, გამოცხადდეს ამნისტია".

მის წინადადებას მხარი დაუჭირეს პროექტ „ქართული ფოლადის" დირექტორმა მიხეილ ჯანიკაშვილმა და კომპანია „რაჭული ღვინის" ხელმძღვანელმა, ომარ ჭელიძემ. ისინი ხაზს უსვამენ, რომ სახელმწიფო საგადასახადო დავალიანების ჩამოწერით, ბიზნესისადმი კეთილგანწყობას გამოხატავს. საგადასახადო ამნისტიის წინადადება, სხვათა შორის, სავსებით ჯდება სსფ-ს ანტიკრიზისულ დოქტრინაში, რომელიც სთავაზობს ფისკალური პოლიტიკის შერბილებას და არასაკმარისი სახსრების კომპენსაციას დასავლეთის ქვეყნების გრანტების ხარჯზე.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100