RSS
на русском en in english
27.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველო სრულწლოვანებას აღნიშნავს

02.04.2009  |  13:36

2/2/7/2227.jpeg31 მარტს საქართველო აღნიშნავს "დამოუკიდებლობის აღდგენის" მეთვრამეტე წლისთავს. პირველი პოსტსაბჭოთა რეფერენდუმი დაემთხვა პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს. დღეს მას 70 წელი შეუსრულდებოდა. მაგრამ 18 წლის შემდეგ ქვეყანა ისევ დგას არჩევანის წინაშე. დღეს ოპოზიციური „ალიანსი საქართველოსათვის" ახლანდელი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის გადადგომის შესახებ პლებისციტის რეზულტატებს გამოაცხადებს.

დამოუკიდებლობის დღეს საქართველოში ზეიმობენ არა დღეს, არამედ 26 მაისს. ამ დღეს 1918 წელს საქართველოს მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამ სტატუსით ქვეყანა 1921 წლამდე ცხოვრობდა. 70 წლის შემდეგ, 31 მარტს, რეფერენდუმის შეკითხვაზე, „თანახმა ხართ თუ არა, რომ 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა?" კეთილი საბჭოთა ტრადიციისამებრ, მოსახლეობის უმრავლესობამ, 98 პროცენტმა უპასუხა - „დიახ".

როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველომ სრულწლოვანებამდე ბევრი რამ ნახა - აღზევება და ვარდნა, იმედები და იმედგაცრუებები, კერპების შექმნა და ჩამოგდება. მოიპოვა რესპუბლიკამ თავის სრულწლოვანებასთან ერთად თვითდაჯერებულობა და პასუხისმგებლობა? ამ თვისებებთან დაკავშირებით გამოცდა ჯერ კიდევ წინაა - 9 აპრილს, როდესაც ოპოზიცია ანტისამთავრობო მიტინგზე თავის მომხრეებს გამოიყვანს...

ყველაფრის პარალელურად, სრულწლოვანება - ეს ოცნებების, იმედების და უკეთესობისკენ ცვლილებების დროა. საქართველოში ყველას ამის იმედი აქვს, როგორც 18 წლის წინ. მაშინ, 1991წლის 31 მარტს,გაზაფხულზე თბილისის ქუჩებში ახალგაზრდები სკანდირებდნენ - „საქართველოს გაუმარჯოს". რისი გადატანა აღარ მოუხდათ ქართველებს მას შემდეგ - ომები, აჯანყებები, რევოლუციები. მაგრამ 91-ის მარტში ყველას ეგონა: დამოუკიდებლობა და თავისუფლება ნიშნავს მშვიდობას, ბედნიერებას და კეთილდღეობას... 18 წლის შემდეეგ, მხოლოდ იმის კონსტატირება შეიძლება, რომ ეს რეფერენდუმი - დამოუკიდებლობაზე - ერთიანი საქართველოს ძველ საზღვრებში იყო უკანასკნელი. საქართველოს დამოუკიდებლობაზე ხმის მიცემის შემდეგ აფხაზებმა და ოსებმა მალე საკუთარი დამოუკიდებლობა მოითხოვეს.

დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 70 წლისთავია. უკვე 16 წელია, რაც ის ცოცხალი აღარაა. ტრადიციულად, გარდაცვლილებზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს. 16 წელი - ძალიან პატარა დროა ისტორიისათვის, მაგრამ ზუსტად ის გამოაჩენს შორეული 90-იანი წლების ჭეშმარიტ გმირებს, რომელ წლებსაც საქართველოსთვის სისხლიანის მეტს ვერაფერს უწოდებ. პრეზიდენტის პოსტზე არჩევიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ყოფილმა დისიდენტმა, ქართველი კლასიკოსისი შვილმა - ზვიად გამსახურდიამ გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომია. დაიწყო პირველი სამხრეთ ოსეთის ომი. საქართველოს ნაციონალიზმის ტალღამ გადაუარა. ლოზუნგი „საქართველო - ქართველებისთვის" მრავალნაციონალურ რესპუბლიკას ბუმერანგივით დაუბრუნდა და დაანგრია ერთიანობა და ტერიტორიული მთლიანობა.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100