RSS
на русском en in english
30.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველოში - როგორც კონგოში

02.04.2009  |  15:55

2/3/3/2233.jpegბრიტანელმა ეკონომისტებმა საქართველოს მიაკუთვნეს პოლიტიკური სტაბილურობის დაბალი ინდექსი, ისეთი, როგორიც კონგოს, უზბეკეთს და საბერძნეთს. აფრიკულ სახელმწიფოსთან შედარებამ დისკუსიები გამოიწვია. თანაც, სიტუაციას სტაბილურად არავინ თვლის, მაგრამ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის დამნაშავე და როგორ აისახება ეს ეკონომიკაზე, კამათის მონაწილეების აზრი იყოფა.

ბრიტანული სააგენტოს The Economist Intelligence Unit (EIU) მიერ შედგენილი პოლიტიკური არასტაბილურობის რეიტინგში საქართველო აღმოჩნდა საბერძნეთის, უზბეკეთის და კონგოს გვერდით, რომლებმაც 74-71 ადგილები დაიკავეს. გამოკვლევის მონაცემებით, საერთო ჯამში მსოფლიოში პოლიტიკური არასტაბილურობის ინდექსი საგრძნობლად გაიზარდა. რეიტინგში წარმოდგენილი 165 ქვეყნიდან 151-ში სიტუაცია დაძაბულია. ექსპერტები ითვალისწინებდნენ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მაჩვენებლებს, ბავშვების სიკვდილიანობიდან დაწყებული, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტით დამთავრებული. ყველაზე არასტაბილური ქვეყნების პირველ ათეულში შევიდნენ ზიმბაბვე, ჩადი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა (ის არა, საქართველოს რომელსაც ადარებენ), კამბოჯა, სუდანი, ერაყი, კოტ დივუარი, ჰაიტი, პაკისტანი, ზამბია.

შედარებისთვის: ყველაზე მყარი პოლიტიკური სისტემა ნორვეგიაშია, რომელიც რეიტინგს 165-ე ნომრით ასრულებს, ხოლო ამერიკა ისლანდიასთან, საფრანგეთთან, ბუტანთან და ტოგოსთან ერთად იკავებს 108-112 ადგილებს. უკრაინამ ამ სიაში მე-18 ადგილი დაიკავა, ესტონეთმა - 57-ე, ლატვიამ 59-ე,ხოლო რუსეთმა 66-ე. ანუ ეს პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები საქართველოზე უფრო მეტად არასტაბილურები არიან. თუმცა საქართველოს აფრიკულ რესპუბლიკასთან შედარება სასწრაფოდ აიტაცეს მთავრობის მომხრეებმა, რათა კიდევ ერთხელ მოეხდინათ ოპოზიციაზე ზეწოლა.

როგორც რადიო „კომერსანტს" განუცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფინანსთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გიორგი გოდაბრელიძემ, არასტაბილურობა, უდავოდ, ხელს უშლის ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას. ხოლო საქართველოს დაბალ რეიტინგში, მისი აზრით, რუსეთი არის დამნაშავე. გოდაბრელიძემ გაიხსენა სერგეი ლავროვის სიტყვები იმის შესახებ, რომ მოსალოდნელია ქართული ხელისუფლების შეცვლა. „როდესაც ხდება ხელისუფლების არაკონსტიტუციური შეცვლა, ამას არსტაბილურობამდე მივყავართ",- განაგრძო მან რუსეთის შესახებ გამოთქმული აზრი, რითიც მიგვანიშნა, რომ ამ უკანასკნელს ქართული ოპოზიციის ბოსად მიიჩნევს. იგივე აზრი გამოთქვა პრეზიდენტის მომხრე სხვა პარლამენტარმაც - ვახტანგ ბალაძემ: „რუსეთი დღესაც აცხადებს იმის შესახებ, რომ საქართველოსთან ომი არ დასრულებულა. ასეთ პირობებში საქართველოს გამოჩენა არასტაბილური ქვეყნების რეიტინგში არც არის გასაკვირი".

ამის კვალდაკვალ ექოდ გაისმა ხმა ატლანტიკიდანაც, სადაც სააკაშვილზე აქტიურად მუშაობს რამდენიმე ჯგუფი საზოგადოების სფეროში.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100