RSS
на русском en in english
24.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ცხინვალისა და სოხუმისკენ შემობრუნდა

02.04.2009  |  16:46

2/3/4/2234.jpegრუსეთი და საქართველო პირველად მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. როგორც 31 მარტს ევროსაბჭოს თავმჯდომარემ, ლუის მარია დე პუჩმა განაცხადა, ორ ქვეყანას შორის დიალოგის განვითარების სპეცკომისიის გასვლითი სხდომა პროდუქტიული აღმოჩნდა.

„ჩატარებული მოლაპარაკებები ჩემთვის იმის მანიშნებელია, რომ ქვეყნები მხარს უჭერენ დიალოგის პრინციპს და სჯერათ ამ საკითხში ასამბლეის პოზიტიური და კონსტრუქციული როლის, - დე პუჩის ციტირებას ახდენს ევროსაბჭო. - მიუხედავად დელეგაციებს შორის არსებული უთანხმოებისა, რომლებიც კვლავ გახმოვანდა სხდომაზე, ჩვენ ვისაუბრეთ „საგზაო რუკის" შემუშავებასა და ორივე დელეგაციის მისაღებ პრიორიტეტული საკითხების ჩამონათვალზე. კერძოდ, მოვილაპარაკეთ იმის შესახებ, რომ ჩვენი განხილვის ცენტრში უნდა იყოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის კეთილდღეობა". დე პუჩის სიტყვებით, დღეს არაფრით არ შეიძლება, დავუშვათ მათი იზოლაცია. ამავდროულად, აუცილებელია ნდობის განმტკიცება და ისეთი საკითხების გადაწყვეტა, როგორიცაა არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლად დაშვება ამ ტერიტორიებზე, ჰუმანიტარული დახმარების გადანაწილება და აღდგენით სამუშაოებში ხელშეწყობა. ამ მიზნით, ჩვენ გადავწყვიტეთ, მოვიწვიოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წამომადგენლები ჩვენს შემდეგ შეხვედრაზე, რომელც 27-30 აპრილს სტრასბურგში, საგაზაფხულო სესიის დროს გაიმართება", - დაასრულა ევროსაბჭოს თავმჯდომარემ.

ამგვარად, ახალგაზრდა რესპუბლიკები ძალზე მალე შეძლებენ მიავლინონ თავიანთი წარმომადგენლები სტრასბურგში. ეს შემთხვევა გამონაკლისი იქნება, თუ ევროსაბჭომ გადაწყვიტა, რომ მიიღოს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დიპლომატები, დე პუჩს არ დაუკონკრეტებია. ეს მოვლენა, რა თქმა უნდა, სოხუმისთვის და ცხინვალისთვის ნიშანდობლივია: ევროსაბჭომ, რომელიც უკანასკნელ დრომდე არაობიექტურობის დემონსტრირებას ახდენდა, გადაწყვიტა, მოუსმინოს ახალგაზრდა რესპუბლიკებს. ახლა, როგორც ჩანს, მათ გაცნობას ვეღარ გაექცევიან.

„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები, პირველ რიგში შეძლებენ, წარმოადგინონ თავისი შეხედულებები 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შესახებ, - მოჰყავს „რეგნუმს" სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლეონიდ სლუცკოს სიტყვები. - ეს რუსეთის დელეგაციის დიდი დამსახურებაა".

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100